ზუგდიდის რაიონულმა საზოგადოებამ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვატილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.
გიორგი კარბაია, გელა ქანთარია, დავით ქუხილავა, ლაშა ჩაჩუხაშვილი, გიორგი რატიანი, ვიტალი გულუა და გელა გერგედავა კი წარდგენილ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ ცნობენ. როგორც ისინი აცხადებენ, იარაღი და ნარკოტიკი მათ პოლიციამ ჩაუდო.
პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლოს მიერ დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება იმ მოტივით ახსნა, რომ მათ ბრალი მძიმე დანაშაულში აქვთ წარდგენილი და შესაძლოა, გამოძიებას მიემალნონ.
სამართალდამცველებმა 10 სექტემბერს ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






