სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის თანამშრომლებმა ერთ-ერთი ობიექტიდან ავტომობილის მოპარვის მცდელობისას დაკავეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
თუმცა დაკავებულის მეგობარი არც ცემის და არც ქურდობის ფაქტს არ ადასტურებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, თუმცა მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.
„კურიერთან“ საუბრისას თვითმხილველი აცხადებს, რომ შემთხვევის დროს სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ. საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ინციდენტის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცი გამოკითხეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






