5 ჩვევა, რომელიც იწვევს დეპრესიას
ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია დეპრესია, კარგად იცის თუ როგორი დამანგრეველი შეიძლება იყოს ის. ზოგისთვის დეპრესია დამაუძლურებელი დაავადებაა, ის ართმევს ადამიანებს ენერგიას, აქვეითებს კონცენტრაციის უნარს. დეპრესიაში მყოფი ადამიანი ვეღარაფრისგან იღებს სიამოვნებას. უფრო მძიმე შემთხვევაში ადამიანი კარგავს სიცოცხლის მიზანს. აუცილებელია ყველას ახსოვდეს, რომ დეპრესია არის სერიოზული დაავადება, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის მიერ დანიშნული მკურნალობა. მიმართეთ სერტიფიცირებულ ექიმს, რათა დროულად დაძლიოთ პრობლემა.
დეპრესიის გამომწვევი მიზეზი მრავალია, ზოგიერთი მათგანი ფიზიკურია, ზოგი კი - ფსიქოლოგიური. ქვემოთ მოყვანილია ჩვევები, რომლებმაც შესაძლოა განაპირობონ დეპრესიის ჩამოყალიბება:
ფიზიკური აქტივობის სიმცირე
შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვარჯიში აუცილებელია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობისთვისაც. მთელი დღის განმავლობაში სახლში უქმად ჯდომა იწვევს სიზარმაცესა და ამავდროულად გიბიძგებთ მიიღოთ ჭარბი რაოდენობით საკვები, რაც საბოლოო ჯამში დეპრესიის განვითარებით სრულდება. ის აქვეითებს ფიზიკურ აქტივობასა და თვითშეფასების უნარს. დეპრესიაში მყოფს ნაკლებად უჩნდება ვარჯიშის სურვილი, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ მთელი დღის საწოლში ან ტახტზე გატარება საშინელი იდეაა. ჩვენს ტვინში გამომუშავდება ე.წ “ბედნიერების ჰორმონები” სეროტონინი და დოფამინი- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ენდორფინები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. დღეში 40 წთ ვარჯიში ასტიმულირებს თავის ტვინში ენდორფინების გამოყოფას, გინარჩუნებთ სულიერ სიმშვიდესა და მხნეობას.
არასრულფასოვანი კვება
კვება სჭირდება არამხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაც. ტვინის უჯრედების ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ცხიმები- განსაკუთრებით სასარგებლოა ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, რომელიც დიდი რაოდენობითაა თევზში, თხილეულში(ნიგოზი, თხილი, არაქისი…) არარაფინირებულ ზეთებში (მზესუმზირის, ზეითუნის, სეზამის, სიმინდის, სელის…) გარდა ამისა, არსებობს თევზის ქონი (ომეგა-3). არასოდეს თქვათ უარი ასეთ ცხიმებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მეხსიერების პრობლემები და გამუდმებული უხასიათობა მუდამ შეგაწუხებთ.
არასაკმარისი ძილი და მუდმივი სტრესი
თუ თქვენ მუდმივად ართმევთ საკუთარ თავს ძილისთვის განკუთვნილ ძვირფას საათებს, თავადვე უწყობთ ხელს დეპრესიის განვითარებას. ექიმების რჩევით, ძილის ხანგრძლივობა ყოველთვის უნდა იყოს 7-8 საათი. გამოუძინებელი ადამიანი ადვილად ღიზიანდება და აწუხებს პარანოიდული აზრები. ეს ყოველივე კი დეპრესიის განვითარების საწინდარია. მეორეს მხრივ, გამოუძინებელი ადამიანი საკმაოდ არაპროდუქტიულია, განიცდის მუდმივ სტრესს სამსახურში. იქმნება მანკიერი წრე: არასაკმარისი ძილი იწვევს სტრსს, სტრესი განაპირობებს უძილობას, ყველაფერი ერთად კი- დეპრესიას. როცა ადამიანი სრულფასოვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ის განიცდის იმედგაცრუებას, ვეღარ აკონტროლებს თავს და ხდება დეპრესიის მსხვერპლი. მთავარია ყველამ გაათვიცნობიეროს, რომ დეპრესიის თავიდან აცილება არც ისე რთულია, უბრალოდ საჭიროა ძილი.
იზოლაცია
ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის შეწყვეტა დეპრესიის საკვები ნიადაგია. იზოლაცია ყველაზე უარესი რამაა. მეცნიერების აზრით, კომუნიკაბელური ადამიანები ნაკლებად არიან დეპრესიის მსხვერპლნი. ურთიერთობები ავითარებს და აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას. ყველა ადამიანს სჭირდება ვინმე, ვისაც გაუზიარებს დარდს, პრობლემებს, სიხარულს, ან უბრალოდ გაესაუბრება რაიმე თემაზე. ადამიანური ურთიერთობების გარეშე გონებრივი შესაძლებლობები ქვეითდება და შეუძლებელი ხდება ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება.
უარყოფითი ფიქრები
დეპრესიის მიზეზებს შორის ნეგატიური ემოციები და ფიქრები წამყვან ადგილს იკავებს. წამდაუწუმ ფიქრი შიშებზე, მარცხზე, დანაკარგზე, უარყოფაზე – დეპრესიის განვითარების გარანტიაა. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს თქვენ ვერ გააკონტროლებთ, ამიტომ არ ღირს იმაზე დარდი, რასაც ვერ შეცვლით. აუცილებელია ყოველთვის შეძლოთ საკუთარი ცხოვრების პოზიტიური წუთების გახსენება, როდესაც მოგეძალებათ უარყოფითი აზრები. ეცადეთ დრო გაატაროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან, მათი ისტორიებისა და ხუმრობის მოსმენა ცხოვრებას გაგიხალისებთ.
წყარო - active.ge
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა