უკრაინის კრიზისს დასავლეთი ნატოს გამოცოცხლებისთვის იყენებს, - ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ ფაქტორს რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ პოლიტიკის ჩამოყალიბებისას მხედველობაში მიიღებს.
ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებულ საფრთხეებს შორის აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის მიერ ბაზების განთავსების საკითხი გამოყო.
რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომისიის უშუალო ხელმძღვანელი გახდა, რომელიც სამხედრო იმპორტის ჩანაცვლებაზე აპირებს მუშაობას.
„არის საკითხები, რაც განსაკუთრებით გვაღელვებს, მაგალითად კოსმოსის სამხედრო მიზნით ათვისება, არაბირთვული სტრატეგიული იარაღის გამოყენების საკითხი და ბოლო დროინდელი გადაწყვეტილება, რომ ნატოს ბაზები განთავსდეს აღმოსავლეთ ევროპაში. ამ ყველაფრის შედეგად იქმნება ახალი საფრთხეები. რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, ის დასავლელი პარტნიორების პროვოცირებულია და ამ პროცესს სამხედრო ბლოკის გამოცოცხლებისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიღებისას“,- განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






