სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და იესო ქრისტეს წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი გაუმზადა.
იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა. კერძოდ, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.
წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით გალილეის მმართველს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი. სალომეა წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები