Laduree-s ცნობილი ტორტის რეცეპტი, რომელსაც ამდენი ხანია ელით!!!!!!!!!!!!!!!
საზოგადოება - 16:36, 25 Dec, 2012     5086

კულინარიაში მთავარია დაძლიოთ შიში! როცა რთული გარეგნობის და არაამქვეყნიურ სილამაზეს ხედავთ, გგონიათ, რომ უი, ეს არ გამოგივათ.... მეორე „შიშია“ ტერმინები.... სხვადასხვა საიტებზე ვაწყდებით რთულ უცხოურ ტერმინებს, რაც მხოლოდ თქვენი „დაშინების“ მიზანია, აი, ცვენ ვიცით, თქვენ არ იცითო... ძირს ასეთი ტერმინები, გაიმარტივეთ ცხოვრება!

დაიმახსოვრეთ, ყველაზე რთული რეცეპტიც კი: ა) აუცილებლად გამოგივათ! ბ) არასოდეს დაემონოთ ტერმინებს, საწრაფოდ თარგმნეთ, გვკითხეთ, გაამარტივეთ... მოკლედ, ეს ის რჩევებია, რასაც ჩემს მეგობრებს აუცილებლად ვუზიარებ, ვისაც „კულინარიის ეშინიათ“;)))

 

იგივე ხდება ცხოვრებაშიც - დაშალეთ, დააქუცმაცეთ პრობლემები და აუცილებლად მოერევით;))))))))))))

 

ანუ ჩვენც ყველა რეცეპტი უნდა „დავაქუცმაცოთ“ - აი, მაგალითად, ცნობილი ფრანგული საკონდიტროს ლადურეს „ღვთაებრივი ტორტი“ (divin) ჟოლოთი - შეხედავ სრული „საშიშროებაა“, რეცეპტს ჩაუჯდები და არც არაფერია აქ რთული......

 

Divin -ის მთელი საიდუმლო 3 პროცესია - ბისკვიტი, ჟოლოს ჟელე და თხილის კრემი... მე ამ რეცეპტს აუცილებლად მოვამზადებ, მაგრამ ამ 3 პროცესიდან აუცილებლად გამოვიყენებ სხვადასხვა დეტალებს სხვა ნამცხვრებში. ლადურეს რეცეპტში მოხსენიებულია ნუგა - ნუგა ანუ თხილის, ბეზეს და შაქრის საკონდიტრო ნაწარმია, მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა ნამცხვრებში და იყიდება ისეც, ტკბილეულად... ნუგის ჩანაცვლება სეგვიძლია შაქარსი შებრაწული თხილით... მიჰყევით რეცეპტს და ყველაფერს მიხვდებით;))))

 

მაშ, ასე: პირველი შემოდის სცენაზე ნუშის ბისკვიტი, რომელიც 2 ნაწილად ცხვება.

 

1. ნუშის ბისკვიტი შაქრიანი თხილით, მასალა: 100 გრამი ნუში ძალიან წმინდად დაფქვით, 80 გრამი შაქრის პუდრი.... 40 გრამი პურის ფქვილი, 5 კვერცხის ცილა, 110 გრამი შაქარი, 25 გრამი დაფშვნილი კარამელიზებული თხილი.

 

ბოსკვიტის მომზადება: ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუსზე. პერგამენტის ორმაგ ქაღალდზე დახაზეთ 23 მილიმიტრის რადიუსის 2 წრე - შეგიძლიათ არ გამოჭრათ, უბრალოდ ბისკვიტის ცომი ამ წრეში კოხტად უნდა ჩასვათ. აცხობთ 2 ფენას, ანუ 2 წრეს.

 

მომზადება: ჯამში შეურიეთ ძალიან წვრილად დაფქული 100 გრამი ნუში და 80 გრამი შაქრის პუდრი. ათქვიფეთ 5 კვერცხის ცილა და 110 გრამი შაქარი გათეთრებამდე. მიიღეთ მყარი თეთრი ბეზე. ბეზეში ძალიან ნაზად შეურიეთ ნუშისა და შაქრის პუდრის მიქსი. დაუმატეთ დაფშვნილი 30 გრამი შაქრიანი თხილი და 40 გრამი პურის ფქვილი. კარგად მოურიეთ. ფაქტიურად ეს არის ბეზე ფქვილით, ანუ გამოდის ნახი, ხრაშუნა ბისკვიტი, რომელიც ძალიან მომაგონებთ ცნობილ, ფერად მაკარონებს, პიერ ერმეს ან ლადურეს შედევრებს...

გადაიტანეთ ცომის მასა კრემის პაკეტში, მოარგეთ მსხვილი პირი და პერგამენტის ქაღალდზე წინასწარ მოხაზულ წრეში აკურატულად დაასხით (წრიული მოძრაობით). თუ ხელითაც ოსტატურად მუშაობთ, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ კრემის მოსართავი ფორმა და კოვზითაც დასვათ ცომი. ლამაზად გადაასწოროთ ცომი. გამოაცხეთ. 170 გრადუსზე. 20 წუთის განმავობაში. გამოიღეთ, შეაგრილეთ, მოაცალეთ პერგამენტის ქაღალდი. მოკლედ მიიღებთ 2 ხრაშუნა ბისკვიტს!!!!

 

2. ნაზი კრემი შაქარში შემწვარი თხილით, მასალა: 125 გრამი კარაქი, 250 გრამი რძე, 2 კვერცხის გული, 80 გრამი შაქარი, 25 გრამი სიმინდის სახამებელი (იყიდება გუდვილში ან ჩაანაცვლეთ კარტოფილის სახამებლით), 200 გრამი ნუგის კრემი (თხილის კარაქი), 110 გრამი შაქარში შემწვარი თხილი - კარგად დაფშვნილი.

 

მომზადება: ათქვიფეთ 2 კვერცხის გული 80 გრამ შაქართან ერთად. დაუმატეთ 25 გრამი სიმინდის სახამებელი. ქვაბში წამოადუღეთ რძე, მოუმატეთ ცეცხლს და რძეში თანდათანობით ჩაამატეთ გოგლი-მოგლი. ურიეთ ხის კოვზით, ვიდრე ჩასქელდება და მიიღეთ ფაფისებური მასას. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ 15 წუთი, მოურიეთ. კრემი კიდევ უფრო ჩასქელდება. დაუმატეთ შეგრილებულ კრემში 125 გრამი ოთახის ტემპერატურაზე შერბილებული ნაღების კარაქი, 200 გრამი თხილის კარაქი (იყიდება ყველგან - ნუთელაც მათი ბიძაშვილია, თუ შოკოლადიანი გიყვართ, შეგიძლიათ, ნუთელაც გამოიყენოთ!), ასევე დაუმატეთ 110 გრამი დაფშვნილი შაქარში მოხალული თხილი (ესეც იყიდება, ან შეგიძლიათ თავად მოამზადოთ - დარჩეული თხილი შეწვით ტაფაზე შაქართან ერთად და მიიღებთ კარამელიზებულ თხილს;)))

 

ამ ყველაფერს აურევთ და შედგავთ მაცივარში!!! გააციებთ!!! შემდეგ გადაიტანთ კრემის მოსართავში (მსხვილი რადიუსის თავით).

 

ეს ნაზი კრემი მოუხდება სხვა ნამცხვრებსაც, ხომ მეთანხმებით? ამიტომ, დაიმახსოვრეთ და სხვა დროს სხვა ბისკვიტზე გამოიყენებთ!!!

 

3. ჟელირებული ჟოლოს გული, მასალა: 2 ფირფიტა ჟელატინი (ან 2 სუფრის კოვზი მარცვლოვანი ჟელატინი), 20 გრამი ლიმნის წვენი, 300 გრამი ჟოლო (ორიგინალი ჟოლოთია, შეგიძლიათ სხვა კენკროვანითაც ჩაანაცვლოთ, ან სხვა ხილით, ნაზი ხილით, რატომაც არა, ბანანით?), 35 გრამი შაქარი, 3 სუფრის კოვზი წყალი.

 

მომზადება: ჟელატინი თბილ წყალში ჩაალბეთ 15 წუთით, კარგად გახსენით (თუ მარცვლოვანი ჟელატინით ამზადებთ, ეს მასა უნდა წამოადუღოთ, უნდა გალღვეს ჟელატინი).

 

ჟოლო, შაქარი, ლიმნის წვენი, წყალი გააცხელეთ პატარა ქვაბში, მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ და საცერში გაატარეთ, მიიღეთ ჟოლოს ნაზი ფაფა. ჩაუმატეთ ამ მასას ჟელატინიანი მასა, შეაგრილეთ. ცოტა ხანში მიიღებთ კისელივით მოსქელო სოუსს. გადაიტანეთ კრემის მოსართავ ფორმაში, რომელსაც მოარგებთ მსხვილი რადიუსის მოსართავ თავს.

 

აი, ტორტის მონტაჟიც;)))

 

ტორტის ბისკვიტი გადაიტანეთ ლამაზ თეფშზე. მორიგეობით, წრილუად გადაიტანთ ბისკვიტზე ჟოლოს კრემს და თხილის კრემს. ბისკვიტის გარე წრეზე კოხტად დაალაგეთ ჟოლოები. დააფარეთ მეორე ბისკვიტი. ზემოდან მორთეთ შაქრის პუდრით და ჟოლოებით, შეგიძლიათ მოაფრქვიოთ დაფხშვნილი შაქრიანი თხილი.

 

სულ ეს არის - არის რამე კულინარიაში საშიში? არაააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 

(სამაგიეროდ გადავურჩებით ქიმიით გაჟღენთილ დაუდგენელ მცხობელებთან შეკვეთილ ტორტებს... ჰო, კიდევ ერთი რჩევა - თუ თქვენს მცხობელს პირადად კარგად არ იცნობთ, არ იცით, რომ ნამუსიანი ადამიანია, არასოდეს შეუკვეთოთ ტორტი.... დამიჯერეთ, ბევრ პრობლემას ასცდებით! გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!)

 

ესმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42