რუსეთი უკრაინას და ბრიუსელს ასოცირების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საიტი www.zn.ua ავრცელებს. საიტის ინფორმაციით, მათთვის ხელმისაწვდომი გახდა რუსული მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ცვლილებათა სია, რომლის შეტანასაც რუსეთი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერილ დოკუმენტში ითხოვს.
დოკუმენტი, სახელწოდებით "რუსული მხარის შეთავაზება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმ რისკების მინიმალიზაციის მიზნით, რომელსაც შეთანხმების ძალაში შესვლა გამოიწვევს", 60 გვერდისგან შედგება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული რუსეთს სურს, ამოიღოს რიგი პროდუქტებისა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ორმხრივი ვაჭრობის ლიბერალიზაციიდან. უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვი უკრაინასა და ევროკავშირს სთავაზობს თავისუფალი ვაჭრობიდან პროდუქტების 20% ამოიღოს. პროდუქტების ჩამონათვალი 60-გვერდიანი დოკუმენტის 45 გვერდს მოიცავს.
liga.net-ის ცნობით, რუსეთს ასევე სურს, მის მიერ წამოყენებული ცვლილებები ხუთ მიმართულებას შეეხოს, მათ შორის ენერგეტიკისა და ტარიფების ლიბერალიზაციას.
მასალის გამოყენების პირობები






