ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობლის, ასევე ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც „ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ქალბატონი თვეების ბავშვთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა, მეუღლე კი სახლიდან იყო გასული.
მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ახალგაზრდა ქალბატონის გაუპატიურებას ცდილობდა, თუმცა ქალმა მოძალადისაგან თავის დაღწევა გაქცებით შეძლო.
როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ძალადობის მსხვერპლი ყვიროდა და შველას ითხოვდა. მოძალადე ინციდენტის შემდეგ სოფელში აღარავის უნახავს. იგი გაიქცა. ძალადობის მსხვერპლის მეუღლე კი მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. დაზარალებულებს სამართალდამცველებისთვის მომხდარის შესახებ ამ დრომდე არ უცნობებიათ, რადგან ამ ამბის გახმაურება არ სურთ.
„ნიუპოსტი“ სოფლის რწმუნებულსაც დაუკავშირდა, რომელიც მომხდარ ინციდენტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი
მასალის გამოყენების პირობები






