ზუგდიდში, გვიან ღამით 3 ადამიანი დააკავეს. როგორც დაკავებულების ახლობლები ყვებიან, სპეცრაზმმა კარი შეამტვრია და დაკავებულების სახლებში ამ ფორმით შევიდა, რა დროსაც ყველას ეძინა, მათ შორის ბავშვებსაც.
"ღამის 3 საათი იყო, გვეძინა, სპეცრაზმმა კარი შემოგვიმტვრიეს, თან წაიღეს კომპიურერი და პროცეორი, ვეხვეწებოდი მითხარით რისთვის იჭერთ ჩემს შვილს? ბოლოს მიპასუხეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებითო". - ყვება ერთ-ერთი დაკავებულის დედა მანანა ჭურღულია
ოჯახის წევრების თქმით, გელა ქანთარიას, ლაშა ჩაჩხუნაშვილსა და გიორგი კარბაიას ქურდულ სამყაროსთან კავშირ უსამართლოდ ედავებიან. ასევე აცხადებენ, რომ გელა ქანთარიას იარაღი ოჯახის წევრების თვალწინ ჩაუდეს.
სამივე დაკავებული ზუგდიდის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი, სადაც ამ დრომდე იმყოფებიან მათი ახლობლები. მათივე თქმით, დაკავებულებთან არ უშვებენ ადვოკატებს.
„როგორც ოჯახმა გაიგო, დაკავება მოხდა იმიტომ რომ რაღაც ეჭვი არსებობს რომ ქურუდულ სამყაროსთან არიან ეს ადამიანები კავშირში და რაღაც წევრობაზე არის ეჭვი. მაშინვე მოვითხოვეთ დაკავებულთან შეხვედრა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, ვერც პასუხი მივიღეთ, რა ხდება, რატომ ვერ ვახერხებთ შეხვედრას ჩვენი დაცვის ქვეშმყოფთან“,- განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენატრს მოგვიანებით გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






