შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ნათესავია. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა, ის „გამალებით იბრძვის, რომ მკვლელი დაიჭიროს და პასუხი აგებინოს“.
„რაც შეეხება ვაკეში მომხდარ შემთხვევას, ეს ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა. ერთია, რომ ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და მეორე - დეზინფორმაცია გაავრცელეს თითქოს მკვლელი ჩემი ნათესავია. წარმოდგენა არ მაქვს რატომ დააკავშირეს მისი სახელი ჩემთან. გამალებით ვიბრძვი დავიჭირო და პასუხი ვაგებინო მას და ამ მიმართულებით არის წინასვლა. როგორც იცით ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი“, - განაცხადა ჭიკაიძემ.
შს მინისტრი ვანში მომხდარ საზარელი ყაჩაღობის ფაქტსაც ეხმაურება, რომლის დროსაც 4 წლის ბავშვი უთოთი აწამეს.
„რაც შეეხება 4 წლის ბავშვის მიმართ არაადამიანურ ქმედებას - დედის თვალწინ პატარა ბავშვი დააუთოვეს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონის ბიძაშვილმა ჩიადინა ეს უმძიმესი დანაშაული. ეს დანაშაული გახსნილია და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს თემა ჩემთვის იყო ძალიან მძიმე. სამი შვილის მამა ვარ და ამ კადრების ნახვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან მძიმედ იმოქმედა, არავის მივცემ უფლებას, რომ ვინმემ გონებაში გაივლოს ასეთი დანაშაულის ჩადენა, არავის დაუტოვებ იმის განცდას, რომ მათი შვილები დაუცველები არიან“, - ამბობს ჭიკაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






