თბილისში, გვიან ღამით, სპეციალური პოლიციური კონტროლის დროს სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებულის დედის ინფორმაციით, მის შვილზე ფიზიკური ძალადობა ხორიცელდება და იგი განყოფილებაში სამართალდამცველებმა მეოთხედ წაიყვანეს.
„სამსახურების მიცემის მაგივრად უფრო ღუპავენ ხალხს და ამწარებენ. ჩემი შვილი არის დიაბეტიანი, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე ტენიან ამ ბავშვს მანქანაში, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა და სახლში მოდის ნაცემი, დღეს უნდათ „კაპეზეში“ გადაიყვანონ, ამ მთავრობას თუ ასე უნდა ახლგაზრდების გამოსწორება, კი ბატონო დახოცოს ეს ბიჭები",- აღნიშნა დაკავებულის დედამ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ. ორი ახალგაზრდა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






