დოლიძის ქუჩაზე დაკავებული მოზარდები ცოტა ხნის წინ საკუთარ ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. მათ შეიტანეს სარჩელი, რითაც ისინი გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.
მოზარდების ადვოკატი და მშობლები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდები უმიზეზოდ დააკავეს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სიგარეტის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ახალგაზრდები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ადვოკატის თქმით, გზაში მოზარდებს პოლიციელები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. მისი ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "ნიუპოსტთან" საუბრისას გააკეთა და სამართალდამცველების მხრიდან ახალგაზრდას ცემის ფაქტი უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






