საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინა.
შპს “4XL” - ის დირექტორმა, სულთან შახბაზოვმა და ამავე საზოგადოების თანამშრომელმა, დურსუნ ხალილოვმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიძინეს „ADIDAS”-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ფეხსაცმელი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო კონტროლისთვის დამალვის მიზნით, მარკა „ADIDAS” - ი დაფარეს კუთვნილი შპს-ს ლოგოთი, ხოლო შემდეგ დიდი ოდენობის კონტრაფაქციულ პროდუქციას მოქალაქეებზე ასაღებდნენ, როგორც „ADIDAS”-ის სამარკო ნიშნის სპორტული ფეხსაცმელი.
საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სულთან შახბაზოვი და დურსუნ ხალილოვი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფაქტზე გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






