ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა გარემოება შესწავლილი იქნეს და შესაბამისად, ჩვენება ყველასგან უნდა იქნეს მიღებული, კბილაშვილის განმარტებით, სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლოს 2 ბრძანება არსებობდა და ჩაწერები მოქმედი კანონის ფარგლებში განხორციელდა.
,,ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ ეს ადამიანი თემასთან დაკავშირებით ინფორმირებულობას ამჟღავნებს, კანონი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა გარემოება უნდა იქნას შესწავლილი და ჩვენება ყველასგან უნდა იქნას მიღებული, ამ ფორმულირებაში ჩნდება ვანო მერაბიშვილი, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მისი დაკითხვა მოხდება, თუმცა როდის და რა ვითარებაში, ეს კონკრეტული პროკურორის გადასაწყვეტია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






