პუტინი მტკიცედ და დაუნდობლად აღწევს ტაქტიკურ გამარჯვებებს, მაგრამ რუსეთს მომავალს უნგრევს
მსოფლიო - 21:06, 08 Sep, 2014     1804

Die Zeit თავის სტატიაში "პუტინის პროპაგანდა წამლავს ხალხს" აღმოსავლეთ უკრაინაში მიღწეული დროებითი ზავის შესახებ საუბრობს.

სტატიის ავტორი იოჰანეს ფოსვინკელი წერს, რომ დროებით ზავი მოსკოვის ტაქტიკის ერთერთი შედევრია - მან უკვე შეარყია მეზობელი ქვეყნის მდგომარეობა. რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ თითქოს მის ქვეყანას და პირადად მას სხვები პატივს არ სცემდნენ, ყველას თავისი ძალა აჩვენა. ის მტკიცედ და დაუნდობლად აღწევს ტაქტიკურ გამარჯვებებს. მან იცის, რომ საკუთარ ქვეყანაში ხლხი მას მხარს უჭერს, დასავლეთშიც ბევრი სიმპატიით არის მის მიმართ განწყობილი - ბოლოს და ბოლოს ის ხომ არ ატარებს გაუთავებელ კონფერენციებს კომპრომისის მიღწევის მიზნით - იგი აყენებს დარტყმას და იმარჯვებს.

სტატიის ავტორი აანალიზებს ამჟამინდელ სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. დაზავების შემდეგ სეპარატისტები აკონტროლებენ მათ მიერ გამოგონილი "ნოვოროსიას" უდიდეს ნაწილს. ახლა მათ აქვთ დრო, რომ ფეხი მტკიცედ მოიკიდონ დაკავებულ ტერიტორიაზე. რუსეთი მათ ამაში ყველანაირად დაეხმარება. ყჯრაინის ნატოში გაწევრიანების აჩრდილი რუსეთმა გაფანტა - თანაც უკრაინა ხომ დაყოფილია. აქ დაახლოებით მოლდოვასა და დნესტრისპირეთის მაგალითია - აღმოსავლეთ უკრაინა, ასე ვთქვათ რუსეთის პროტექტორატის ქვეშაა. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებებით კრემლმა დიდი ხნით დააშორა რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს, მაგრამ ეს იქ არავის აღელვებს. ამასთან, "ნოვოროსიას" რუსეთის მოქალაქე ლიდერები მან ადგილობრივებით ჩაანაცვლა. ეს მაშინ მოხდა, როცა სეპარატისტები დასუსტდნენ და უკრაინის არმიას შეეძლო მათი ზამთრამდე დამარცხება, რუსეთი მათ თავისი ჯარის ნაწილებითა და ტექნიკით დეხმარა, კონტრშეტევაზე გადავიდა და დაკარგული დაიბრიუნა. ლეგენდაც კარგი მოიფიქრა, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები შვებულებას უკრაინის ბრძოლის ველზე ატარებდნენ - რუსეთის ხელისუფლება არაფერ შუაშია. მთავარია, ბრძოლის ველზე მიღწეული ნაწილობრივი გამარჯვება და მინსკის შეთაბხმება გეგმის მიხედვით განვითარდა - პუტინს უცებ მშვიდობა მოუნდა.

"დასავლეთის თვალში დაკარგული ნდობა პუტინმა საგარეოპოლიტიკური ტრიუმფით აღნიშნა - პუტინმა დასავლეთს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. თუმცა, ეს ნდობის დაკარგვა მას ადრე თუ გვიან შემოუბრუნდება. რუსეთმა გააღრმავა კონფლიქტი, რომელშიც ყველა მონაწილეობდა. პუტინმა აირჩია ცინიკური პოლიტიკა, მიღებული ზიანი რუსეთის შიგნით ასევე განუზომელია - რუსეთის ეკონომიკის სისუსტეები ყველამ იცის - ის მხოლოდ რესურსებით სულდგმულობს, არ აქვს თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა რეცესიისა და ინფლაციის ზღვარზეა. დამატებით საჭიროა თანხები ანექსირებული ყირიმისა და პროტექტორატის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ უკრაინის სტანილიზებისა და საკუთარი ვასალების გამოსაკვებად. მართალია რუსეთს აქვს სავალუტო რეზერვები და ნავთობისა და გაზის მარაგი, რაც მის სწრაფ ჩამონგრევას ხელს შეუშლის, მაგრამ იგი, ასე ვთქვათ, მომავალს იფუჭებს," - წერს ავტორი.

მისი აზრით, ბოლო 20 წლის მანძილზე რუსეთმა გარკვეულწილად დააღწია პრობლემებს და ერთი შეხედვით დადგა განვითარებულ, ღია, ტოლერანტული სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე. საშუალო კლასი გაიზარდა, განსაკუთრებით იმ პერიფერიულ ქალაქებში, რომელთაც ადრე ყურადღებასაც არავინ აქცევდა. ეს იყო სახე ახალი, "რბილი" რუსეთისა, სადაც ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივი ადამიანი და არა ბელადის ძეგლი გახდებოდა მთავარი ღირებულება. და პუტინმა ეს ოცნება დაამსხვრია. მისი გამოუცხადებელი ომი და ძალაუფლების შენარჩუნება ითხოვს არა თანადგომას, არამედ უსიტყვო მორჩილებას. ანასთაბ პუტინმა საზოგადოებაც გახლიჩა კონსერვატულ უმრავლესობად და პროგრესულ, მაგრამ დანარჩენთათვის მარგინალიზირებულ უმცირესობად. ბოლო თვეებში მან დაასრულა თავის ავტორიტარული სახის ჩამოყალიბება: მმართვლი და ერი და ხალხი, რომელიც მას უნდა ემორჩილებოდეს. დემოკრატიის იაფფასიანი მორთულობები გაქრა. ამით მან ქვეყანას დაარტყა - იმის ნაცვლად, რომ ქვეყნისათვის მომავლისკენ გზა ეჩვენებინა, მან ის მყარად ჩაკეტა.

კრემლი კვლავ იყენებს რუსეთის, ამ უმართავი ქვეყნის მართვის ძველ, რუსულ რეფლექსებს:

- სახელმწიფოს მოცულობა უფრო წინ დგას ვიდრე მოქალაქე;

- რუსეთი ალყაშემორტყმულია მტრებით;

- მხოლოდ "ხელმწიფეს" და არმიას შეუძლია მისი გადარჩენა;

- ვინც არ იზიარებს უმრავლესობისა და ხელისუფლების აზრს, ის მტერია.

ამ პრინციპებით, შიში ყველაზე კარგი დასაყრდენია მოსახლეობის კონტროლისათვის. ამავე დროს "ტვინების გარეცხვის" "პატრიოტულ-შობინისტურ" და "კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბების" მეთოდებს შესანიშნავად იყენებს ტელევიზია და მედია, რომელთაც კრემლი აკონტროლებს. უფრო და უფრო იზღუდება პლურალისტური აზროვნება, ეს კრემლოს პოლიტექნოლოგების მთავარი მეთოდია. რუსეთის საზოგადოება მოწამლულია პუტინის პროპაგანდით, აბსურდამდეა დასული ყოველივე უცხოურისადმი მტრობა.

პატარა ბიჭუნას გამოგონილი "ჯვარცმა" უკრაინაში; ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშეთა ფერადი ბუცები - ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა; როკ მომღერალი არ გაუშვეს რუმინეთში, რადგან ის ეროვნულ სიმღერას არ მღეროდა, მეორე როკ მომღერალს არ სწყალობენ იმიტომ, რომ მას ქმარი ამერიკელი ყავს - ყველაფერი ეს ის საწამლავია, რომელიც რუსეთის საზოგადოებას გონებას უწამლავს. იგი ცხოვრობს ნატოს, უკრაინელი "ფაშისტების", დასვლური ექსპანსიის და რაც მტავარია საკუთარი ხელისუფლების შიშით.

"ქვეყნის ამგვარი მმართველობა აწყობს პუტინს - ამგვარი მობილიზაციითა და მცირე ომებში გამარჯვებით იგი 2018-შიც გახდება რუსეთის პრეზიდენტი. მაგრამ ამით მან რუსეთი ათწლეულებით უკან გადაისროლა, რაც აუცილებლად დაანგრევს ქვეყანას." - წერს გამოცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42