რუსი მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საკუთარ ბლოგზე რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება და რუსეთს მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, დიდ დნესტრისპირეთად ქცევას უწინასწარმეტყველებს.
„როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჰიტლერს უყვარდა გაეთამაშებინა შთაგონების შემოტევები, თათბირის დროს ის უცაბედად მოხაზავდა რაიმეს რუკაზე , რითიც დამსწრეების აღფრთოვანებას იწვევდა. ის რომ ეს „უცაბედი“ გადაწყვეტილება, იქ დამსწრეთაგან ზოგიერთთან, ამავე კაბინეტში იყო განხილული და დამუშავებული, აღარავის აინტერესებდა. ეს პატარა დეტალი ტაქტიანად ხაზს უსვამს სულიერ ნათესაობას.
ულან-ბატორისკენ მიმავალ გზაზე, პუტინს, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ „ თვითმფრინავში შემოუვარდა“ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების გეგმა.
ჩვენი დიდებული მონღოლი უშედეგოდ ცდილობდა შთაგონების შემოტევა გაეთამაშებინა, ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ რუსული არმია ამისთვის შევიდა უკრაინაში, „ბერკუტის“ ფსევდო-მებრძოლმა კოზლოვმაც ამისთვის დაკარგა ფეხები, რომ პუტინს ქონოდა შესაძლებლობა ზავის საკუთარი პირობები წარმოედგინა.
ეს -გამარჯვებაა. ვაშა! ფოერვერკების დროა! უკრაინის დამცირება- ხომ ეს იყო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი, მაიდნიდან მოყოლებული. რა ისლამური ხალიფატი- ასტრახანიდან ხელის გაწვდენაზე, რა ჩინეთის მრავალრიცხოვანი ჯარი, ამ მიმართულებით ჩვენ არც კი ვფიქრობთ! გავასუფთაოთ კიევი, რუსთა ქალაქების დედა- აი რუსეთის საგარეო სამინისტროს მთავარი ბედნიერება.
კიევი, რომელიც არ აპირებდა ბრძოლას და ბუდაპეშტის შეთანხმებით თავისი ბირთვული იარაღიც დათმო, და რასთან დაკავშირებითაც შტატები და ევროპა უკვე ნახევარი წელია ღრმააზროვან უგონობაშია.
დავუშვათ დავამარცხეთ კიევი- რას მივიღებთ ამ გამარჯვებით? მივიღებთ დიდ დნესტრისპირეთს, ბენელუქსის ზომის თურქულ კვიპროსს, ბიუჯეტის შავ ხვრელს, რომელზეც ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები. არავითარი ინვესტიცია ამ მხარეში არ წამოვა, რა თქმა უნდა არც დოლარები, ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტიც გაიფანტება.
ბოლოს და ბოლოს კი თავად რუსეთიც, რომელიც მეზობლების კარებს წიხლით აღებს, ამ საქციელით თავად გახდება დიდი დნესტრისპირეთი.
ყველაფერი ეს მთლიანობაში კომპენსირდება პუტინის რეიტინგის აღმასვლით, ამისთვის გვიცხოვრია ამ ქვეყნად.
მასალის გამოყენების პირობები






