ამ წუთებში რუსთაველის 30 ნომერში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს არსებული მოძრავი ქონების აღწერა, დაწყებულია გამოსახლების პროცესიც.
ობიექტი შპს „რუსთაველი ფროფერთის“ მფლობელობაშია, კომპანიას შენობა 2012 წელს გადაეცა, თუმცა იმის გამო რომ იქ კომპანია „სონის“ მოძრავი ქონება იყო განთავსებული, ისინი შენობაში შესვლას ვერ ახერხებდნენ, სონის წარმომადგენლობა გამოსახლების პროცესს არ დასწრებია.
„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არაერთხელ ეცნობა მოვალეს, მოეხდინა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება, თუმცა მოვალის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დღეისმდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. მოძრავი ქონება რჩება ადგილზე, უბრალოდ ამ ეტაპზე დათვლის შედეგად მოხდება აღწერა და ჩაბარდება კრედიტორს“,- განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მარი კლდიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






