პოლიციელმა ბავშვიანი მამაკაცი სცემა - რა მოხდა დინამო არენაზე
სამართალი - 14:03, 08 Sep, 2014     9328

7 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა. როგორც „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს, მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. კერძოდ, პოლიციამ სასტიკად სცემა მამაკაცი, რომელიც ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

"დღეს ალბათ სხვებიც შეესწარით სტადიონზე მომხდარ ერთ ძალიან ცუდ ფაქტს...

თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მეორე იარუსის დაახლოებით 27-29-ე სექტორების შესასვლელთან პოლიციამ სასტიკად ცემა მამაკაცი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა.

მამაკაცი ბავშვით ხელში სექტორის შესასვლელ კიბეზე იდგა. ალბათ ეს მისი სექტორი არ იყო, რის გამოც არ უშვებდნენ და ამას მოყვა შელაპარაკება, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, არაფერი ამართლებს იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა.

პოლიციელმა მამაკაცს, რომელსაც დაახლოებით 3-4 წლის ბავშვი ხელში ეჭირა, გამეტებით დაარტყა მუშტი. კაცი კიბეზე წაბორძიკდა, მაგრამ შეეცადა ბავშვთან ერთად არ წაქცეულიყო, თუმცა მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო და ბავშვთან ერთად დაეცა. დაცემულს მივარდა 5, შემდეგ 10, შემდეგ ალბათ 30 შსს-ს თანამშრომელი. ვიღაცამ მოასწრო ბავშვის გამოყვანა. დაცემული კაცის გარშემო კი პოლიციელთა ისეთი ხროვა შეიკრიბა, რომ მისი წესივრად დანახვა უკვე შეუძლებელი იყო. ხალხი რომელიც გაშველებას ცდილობდა, პოლიციელთა ჯგრომ უპრობლემოდ ჩამოიცილა. პოლიციელები იგინებოდნენ, იმ კაცისგან კი მხოლოდ ერთი გავიგე - "იძი ნა *უით". შეიძლება მანამდე უფრო მწარედაც შეიგინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვს რომ ხელიდან გაგაგდებინებს ათეულობით "სამართალდამცველი" და გამეტებით გირტყამს, რთულია ნერვებმა არ გიმტყუნოს.

ერთმა პოლიციელმა დაიყვირა - ხელები გადაუგრიხეთო და გადაუგრიხეს კიდეც და ხელებგადაგრეხილს ისევ ურტყამდნენ ხელებითაც და ფეხებითაც. შემდეგ გაათრიეს და ალბათ განყოფილებაშიც წაიყვანეს.

ხალხის კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდნენ ამას, პასუხი (უფრო ყვირილი) მარტივი იყო - გაიარეთ, თქვენი საქმე არაა.

ბავშვი კი ამ დროს ტიროდა (ოპტიკური სათვალეები ეკეთა და კიდევ კარგი ჩხუბის დროს ზედ არ შეატყდა), ოდნავ გამოვიყვანეთ იმ ადგილიდან და მოვატყუეთ, მამა ნაყინის საყიდლად წავიდაო. კიდევ კარგი იქვე მამამისის მეგობარი გამოჩნდა და ბავში ჩაიბარა.

არცერთი, არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ უკითხავს ბავშვის ბედი!!!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სანამ ასეთი ხალხით გეყოლებათ გავსებული თქვენი რიგები, მანამ არ იქნება თქვენს მიმართ ნდობა. იქნებ აუხსნათ თქვენს თანამშრომლებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ იძველბიჭონ, არ იგინონ, არ იქნიონ მუშტები და წიხლები და ჰქონდეთ ნებისყოფა, რომ უკმაყოფილო მოქალაქის თუნდაც გინება აიტანონ. კანონით არის დადგენილი დაკავებისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის შესაფერისი ცივილური მეთოდები, რაც მითუმეტეს ერთი კაცის მიმართ თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო. თუ ეს ყველაფერი თქვენს თანამშრომლებს არ შეუძლიათ, მაშინ მათი ადგილი თქვენთან არაა.

"ქართული ოცნება", ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მხოლოდ ჩინოვნიკთა სატელევიზიო საუბრებითა და ქმედებებით იზომება. აი ის პოლიციელთა

ხროვა დღეს სწორედ თქვენი სახე იყო და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ ფაქტის შემსწრე ხალხი სწორედ თქვენ გაგინებდათ.

P.S. ამდენი ხალხის თვალწინ რომ ასე გამეტებით ურტყამდნენ ერთ ადამიანს, აი რომელი თქვენგანი დამარწმუნებს იმაში, რომ ოთხკედელშუა უარესს არ უკეთებენ დაკავებულებს?!", - წერს თვითმხილველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42