პოლიციის ე.წ. რეიდებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტებას აკეთებენ. „ახალგაზრდა იურისტების“ განმარტებით, ე.წ. რეიდებს არეგულირებს კანონი, რომელიც ასევე განსაზღვრავს რისი უფლება აქვს სამართალდამცავს. აღნიშნული კანონის მიხედვით პოლიციელს უფლება აქვს: გამოკითხოს პირი, განახორციელოს მისი ზედაპირული შემოწმება, თუმცა ამ დროს არ უნდა იქნას დარღვეული ადამიანის უფლებები და დაუშვებელია ცემა და არაადამიანური მოპყრობა.
„მათ აქვთ უფლება გააჩერონ ადამიანი, შეამოწმონ, ზედაპირული გასინჯვა ჩაატარონ, გამოკითხონ. შეამოწმონ მისი სატრანსპორტო საშუალება თუკი არსებობს ამის ეჭვი. გადრა ამისა, მათ აქვთ უფლება განახორციელონ მისი ადმინისტრაციული გასინჯვა, ასევე ადმინისტრაციული დაკავება თუკი ამის საფუძველი არსებობს . არ უნდა დაირღვეს პირის თავისუფალი გადაადგილების უფლება, არ უნდა მოხდეს მისი შეურაცხყოფა პოლიციის მხრიდან, არ უნდა მოხდეს არაადეკვატური ზომების გამოყენება. ეს ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს მათ უფლებამოვალეობასთან“,-განაცხადა „საიას“ იურისტმა მაია ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






