გასულ კვირას 20 წლის ჯარისკაცი გიორგი ასანიძე გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭრილობა მას, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ფაქტზე გამოძიება, 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელოვამდე მიყავანას გულისხმობს. თუმცა, მოგვიანებით, გაზეთ „პრაიმტაიმს“ ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომ მთავარ ვერსიად გამოძიება იარაღთან დაუდევრად მოპყრობას განიხილავს. რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, ოჯახის ნათესავის თქმით, ეს გამორიცხულია.
„გასროლა ღამის 12 საათიდან პირველის ნახევრამდე მოხდა. ოჯახს იმავე საღამოს, ღამის 2 საათზე შეგვატყობინეს. თურმე გული სამჯერ გაუჩერდა და სამჯერ აამუშავეს, რომ საოპერაციოში შეეყვანათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს...გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე ვნახე, ძალიან გახარებული იყო. მითხრა უფროსობამ რეკომენდაცია გამიწია და ჯარის დამთავრების შემდეგ, საკონტრაქტოზე გადავალო. 115 ჯარიკაციდან საკონტრაქტოზე 7-ს გაუწიეს რეკომენდაცია და მათ შორის გიორგიც იყო... თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ. უბანში ნებისმიერი გააჩერეთ და ჰკითხეთ, ვერც ერთი გეტყვით რატომ უნდა მოეკლა თავი. დედისერთა იყო, მამა არ ჰყავდა, დედა და დეიდები არაფერს აკლებდნენ, განებივრებული ჰყავდათ“, - აცხადებს ოჯახის ნათესავი.
მასალის გამოყენების პირობები






