ბათუმის პოლიციის უფროსი ,,შაკო კასპიდან“ სამსახურიდან გაათავისუფლეს
სამართალი - 14:26, 07 Sep, 2014     6895
ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსი, შალვა ჯანიყაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა სამსახურეობრივი მოკვლევა, რისი დასკვნის საფუძველზეც შალვა ჯანიყაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

ბათუმში 3 სექტემბერს, ბათუმგორაზე პოლიიციის თანამშრომლები "პიკაპის" ტიპის ავტომანქანით მივიდნენ (მანქანის ნომერი CIC 221). პოლიციელი მანქანის რუპორში საშინელი სიტყვებით იგინებოდა. ,,ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც ლურჯი პერანგი ეცვა და და საშინლად მთვრალი იყო მანქანიდან გადმოვიდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ შაკოა კასპიდან, ბათუმის მეოთხე სამმართველოს უფროსი“, - განუცხადა "ბათუმელებს" თვითმხილველმა, რომელიც ირწმუნებდა, რომ პოლიციის თამაშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილია.

ის "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში აცხადებდა, რომ იმ დღეს მუშაობდა, თუმცა ზუგდიდში იმყოფებოდა. მისივე მტკიცებით, არ იცის ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). შალვა ჯანიყაშვილმა ასევე უარყო იმის შესახებ ინფორმაციაც, რომ დღეს ბათუმგორაზე იმყოფებოდა.

ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ბათუმში? - მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს "ბათუმელებმა"ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა დაწყო.

წყარო: ,,ბათუმელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42