რუსთაველზე, პოლიციური რეიდის გადაღების გამო პოლიციამ მოქალაქე დააკავა
სამართალი - 14:25, 07 Sep, 2014     6195
7 სექტემბერს დაახლოებით, ღამის პირველ საათზე, რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა იმ დროს დააკავა, როცა ის მობილური ტელეფონით პოლიციური რეიდის გადაღებას ცდილობდა.

დაკავებულის თანმხლებმა, ჟურნალისტმა ნატა ძველიშვილმა Media.Ge-ს შეატყობინა, რომ მის მეგობარს ხელბორკილი დაადეს და რუსთაველის გამზირის პარალელურ, ბროსეს ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, იქიდან კი წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მეგობრებთან ერთად გამოვდიოდი სუპერმარკეტ „სმარტიდან“ რუსთაველზე. დავინახე, რომ პატრული ჩხრეკდა ახალგაზრდებს, გადავწყვიტეთ გადაღება, მეც და ჩემმა ერთმა ნაცნობმაც. ამ დროს მოვიდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და პირადობა და კადრების წაშლა მომთხოვა. მე არ ვშლიდი, ვუთხარი, რომ მქონდა გადაღების უფლება, ვიყავი ჟურნალისტი, ესეც რომ არა, ყველა მოქალაქეს აქვს საჯარო ადგილებში აგდაღების უფლება-მეთქი“, ყვება ინციდენტის დეტალებს ნატა ძველიშვილი,“თუ არ წაშლი, დაგაკავებთო, დამემუქრნენ. რადგან მნიშვნელოვანი კადრი არ მქონდა, გადავწყვიტე წამეშალა. მეც და ჩემმა ნაცნობმაც წავშალეთ.“

ჟურნალისტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი ვინაობა არ დაასახელეს და არც საბუთები წარმოუდგენიათ, ჩამორთმეულ ტელეფონში სხვა ფოტოების დათვალიერება დაიწყეს, რაზედაც ახალგაზრდამ მიუთითა, რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის ნახვაც პოლიციელებს კონკრეტულ ვითარებაში არ ჰქონდათ.

მოულოდნელად, ყვება ნატა ძველიშვილი, ერთ-ერთმა პოლიციელებმა, სავარაუდოდ ხელმძღვანელმა, მისი თანმხლების დაკავების ბრძანება გასცა. პოლიციელებმა ინცინდენტის დროს უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის კითხვა, თუ სს კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე აკავებდნენ მის თანმხლებს, თუმცა, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ დასძინეს, რომ დილით სასამართლო პროცესი გაიმართებოდა.

ნატა ძველიშვილმა Media.Ge-ს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ მან შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შეატყობინა. ინსპექციიდან უპასუხეს, რომ ინცინდენტის საკითხს შეისწავლიდნენ.

„მე, ალბათ მხოლოდ იმიტომ არ დამაკავეს, რომ ჟურნალისტი ვარ“, ამბობს ძველიშვილი.

შს სამინისტროს პრესსამსახურის უფორისის ნინო გიორგობიანის განცხადებით, Media.ge-ს ჟურნალისტის ნატა ძველიშვილის განცხადებაზე გენისნპექციაში ზარი უკვე განხორციელებულია და გენისპექცია იკვლევს. ,,რაც შეეხება მის თანხმლებ პირს, ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას. საქმე სასმაართლოშია გადაცემული“, - აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42