ეუთო-მ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ოქმი გამოაქვეყნა
მსოფლიო - 12:26, 07 Sep, 2014     1606
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ოქმი გამოაქვეყნა. 12 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს ინიციატივით მომზადდა. 1. სასწრაფოდ უზრუნველყოფილ იქნას იარაღის გამოუყენებლობა ორივე მხრიდან; 2. განხორციელდეს ეუთო-ს მიერ მონიტორინგი და ვერიფიკაცია იარაღის არგამოყენების თაობაზე; 3. განხორციელდეს ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მათ შორის მიღებულ იქნას უკრაინის კანონი "დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რეგიონებში დროებითი თვითმართველობის შესახებ" (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ); 4. უზრუნველყოფილი იქნეს მონიტორინგი და ვერიფიკაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ეუთო-ს მხრიდან და ასევე შეიქმნას უსაფრთხოების ზონები რუსეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასთან; 5. უპირობოდ იქნეს გათავისუფლებული ყველა მძევალი და უკანონოდ დაკავებული ყველა პირი; 6. მიღებულ იქნას კანონი იმის შესახებ, რადგან არ განხორციელდეს იმ პირების დევნა, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობდნენ; 7. გაგრძელდეს ინკლუზიური საერთო ნაციონალური დიალოგი; 8. მიღებულ იქნას ზომები დონბასში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის; 9. უზრუნველყოფილი იქნას ადგილობრივი ვადამდელი არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონის შესაბამისი კანონმდებობით. (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ); 10. უკრაინის ტერიტორიიდან გამოყვანილი იქნას უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, სამხედრო ტექნიკა და დაქირევებული მებრძოლები; 11. მიღებულ იქნას პროგრამა დონბასის რეგიონის ეკონომიკური აღორძინების კუთხით; 12. უზრუნველყოფილი იქნას კონსულტაციის მონაწილეებისთვის პირადი უსაფრთხოების გარანტიები.

აღნიშნულ დოკუმენტს უკრაინის მხრიდან, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რუსეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა მიხეილ ზურაბოვმა და ეუთო-ს მხრიდან ელჩმა ჰაიდი ტალიავინმა მოეწერეს ხელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42