"უკრაინის კრიზისი ერთ-ერთი მიზეზი იყო იმ გეგმების რეალიზაციისათვის, სწორედ ეს იყო უელსის სამიტის კურსი წელს - გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით",- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
NATO - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ცივი ომის პერიოდში, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და საკუთარი გენეტიკური კოდის შეცვლა მას პრინციპულად არ ძალუძს.
"NATO-ს სტრატეგიული კურსი სხვადასხვა სახელმწიფოების პოლიტიკაში ჩარევაა და მისი პოლიტიკა ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის გავლენით განისაზღვრება", იუწყება ლავროვის უწყება.
უკრაინაში 2014 წლის ბოლომდე NATO-ს მიერ ოფიციალურ კიევთან ერთად დაგეგმილი სამხედრო საწვრთნელი მოქმედებები, აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიანი პროცესების მიმდინარეობას . გარდა ამისა, NATO მხარს უჭერს კიეველ ნეოფაშისტებსა და ექსტრემისტებს, მათ შორის "პრავი სექტორს" - აცხადებს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები






