NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაცია საქართველოს შესახებ
პოზიცია - 21:10, 05 Sep, 2014     3838

NATO-ს სამიტის შემაჯამებელ 113-პუნქტიან დეკლარაციაში საქართველოს შესახებ არის საუბარი. ,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ დეკლარაციის იმ ნაწილს, რომელის საქართველოს ეხება.

NATO აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ მცდელობას გააძლიეროს ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესები და უზრუნველყოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია.

ასევე მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას 2012-2013 წლების საპარლამეტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების რეფორმირება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

NATO მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს და აღიარებს ქართველი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს.

საქართველოს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს NATO- ს გადამწყვეტ მისიაში, მიუთეთებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლს.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულ და შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და კიდევ უფრო დაუახლოვდა NATO-ს ამბიციური რეფორმების განხორციელებით, ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობითა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა NATO-ში ინტეგრაცისკენ.

დღეს, ჩვენ მივიღეთ ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებული ძალების მომზადებას, ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალსწინებს. აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო უკეთესად მოემზადოს ალიანსში გასაწევრიანებლად.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ალიანსი მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების სრულ დაცვას და საქართველოსადმი ნდობის აღდგენის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარი. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს კონსტრუქციული როლი შეასრულოს და გააგრძელოს მჭიდრო მუშაობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან, რათა ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში მშვიდობიანი გზით განხორციელედეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42