დელისის ქუჩის მესამე შესახვევში, მდებარე დევნილთა დასახლებაში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, დებს, რომლებმაც ორსულ გოგონას ბენზინი გადაასხეს, მასთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაეძაბათ.
როგორც გოგონების დედა ამბობს, დაზარალებულის ფეხმძიმობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. რაც შეეხება ბენზინს, მისი თქმით, ის მხოლოდ შესაშინებლად გამოიტანა და არავისთვის არ შეუსხამს.
ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი გოგონა კი ჰყვება, რომ კონფლიქტი სწორედ ორსულმა გოგონამ დაიწყო.
„მათი მხრიდან დაიწყო კონფლიქტი, ხელების ქნევა, ყვილი, ღრიალი. ჩვენც რა თქმა უნდა ვუპასუხეთ. ბენზინიანი ბოთლი ხელში არ მჭერია და არც სანთებელა. არც ცეცხლის წაკიდება არ მიცდია მათთვის. თუ ვინმეს ბენზინი შეესხა მხოლოდ იმიტომ, რომ შეშინებულიყვნენ“, - აცხადებს ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი გოგონა.
მასალის გამოყენების პირობები






