ოჯახის წევრის იძულებით დაქორწინება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით დაისჯება
სამართალი - 12:04, 05 Sep, 2014     4127

ქორწინების იძულება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა, რომელსაც ქორწინების იძულების მუხლი მოემატა.

ცვლილებები უკვე მესამე მოსმენით მიიღეს. ახალი მუხლის მიხედვით, ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებული ქორწინების იძულება, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით - ვადით 200-დან 400- საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე. იგივე ქმედება კი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე.

აღნიშნული თემის შესახებ „ალიას“ კანონპროექტის ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ესაუბრა:

„როცა შვილს ან ახლობელ ადამიანს აიძულებენ, გაჰყვეს რომელიღაც კონკრეტულ პირს ცოლად, ეს იძულება არის სიტყვიერი, არის მუქარა. ეს სისხლის სამართლის მოკვლევის საგანი ხდება და დგინდება, იყო თუ არა იძულება ქორწინებისთვის“, - აცხადებს მაღრაძე.

მისივე განცხადებით, პირი რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს და შედეგად მოძალადე გამოვლინდება, ვალდებული იქნება გაიაროს „ძალადობრივი ქცევის დამოკიდებულების შეცვლის სპეციალური სასწავლო კურსები, ტრენინგევი და ა.შ“

„ასეთი სიტუაციაა, როცა ოჯახში ძალადობა ხდება, არ უნდათ, რომ მოძალადე დააჭერინონ, ამიტომ პოლიციას იძახებენ, რომელიც შემაკავებელ ორდერს წერს და განარიდებს მოძალადეს და მსხვერპლს ერთმანეთისგან. შემდეგ ამ საკითხს სასამართლო განიხილავს და მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიკარება 6 თვის განმავლობაში. თუ ის ამ აკრძალვას დაარღვევეს, შემდეგ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და მიდის ციხეში, მაგრამ მას როცა ეს 6 თვე დაეკისრება, მაშინ ხდება ვალდებული, რომ გაიაროს ეს სპეციალური კურსები, რომელიც ადამიანის განწყობების შეცვლას ემსახურება“, - აცხადებს დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42