უკრაინის კრიზისის დარეგულირების პუტინის 7 პუნქტიანი გეგმა
მსოფლიო - 17:28, 03 Sep, 2014     754
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის კრიზისის დარეგულირების სამოქმედო გეგმა შესთავაზა. ამის შესახებ თავად პუტინმა განაცხადა მონღოლეთში ვიზიტის დროს.


რუსეთის პრეზიდენტმა განცხადებით სამხრეთ- აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, დაპირისპირებულმა მხარეებმა დაუყონებლივ უნდა შეათანხმონ და კორდინაცია გაუწიონ ქმედებებს, რომელიც მან 7 პუნქტად ჩამოაყალიბა.

პუტინის ინიციატივა ითვალისწინებს;

1. ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო ფორმირებების აქტიური შეტევითი ოპერაციების შეწყვეტას.

2. უკრაინის შეიარაღებულმა ძალების სამხედრო ნაწილების ისეთ მანძილზე უკან დახევას, რომ ვერ განხორციელდეს დასახლებული პუნქტების დაბომბვა არტილერიითა და ნებისმიერი სახის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან.

3. სრულფასოვანი და ობიექტური საერთაშორისო კონტროლის განხორციელებას, რომელიც დააკვირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესს და რეგიონში უსაფრთხოებას გაუწევს მონიტორინგს.

4. კონფლიქტის ზონაში დასახლებული პუნქტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საბრძოლო ავიაციის გამორიცხვას.

5. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ყველა იძულებით დაკავებული პირის ურთიერთგაცვლას.

6. კიევის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ჰუმანიტარული ტვირთის თავისუფალი მოძრაობის მიზნით კორიდორის გახსნას.

7. დაზიანებული სოციალური და სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი ინფრაქტრუქტურის აღდგენის მიზნით აღმოსავლეთ უკრაინაში სარემონტო ბრიგადების გაგზავნას.

პუტინი იმედოვნებს, რომ გეგმის საბოლოო დეტალებზე შეთანხმება უკრაინის ხელისუფებასთან 5 სექტემრისთვის მოხდება. "აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობის მრავალმხრივი დარეგულირება უნდა მოხდეს იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების სრული უზრუნველყოფით".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42