ექსკლუზივი: რა კავშირი აქვს წულუკიანს ლაშა მახარაძის მკვლელის გათავისუფლებასთან
სამართალი - 11:19, 04 Sep, 2014     10321

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი ოქროპირიძესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ოქროპირიძე საქარტველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო საქმეს აწარმოებდა.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია ნათქვამი, ოქროპირიძე სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას ითხოვდა, შესაბამისად სტრასბურგის სასამართლო ოქროპირიძის გათავისუფელებას არ ითხოვდა.

თუმცა, 2014 წლის 4 აპრილს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ვინმე მესხორაძემ სასამრთლოში მიიტანა საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვიტაც სამინისტრო ოქროპირიძის გათავისუფლებას ითხოვდა.

როგორც „ნიუპოსტს“ ინკოგნიტო წყარომ განუცხადა, ოქროპირიძე უშუალოდ თეა წულუკიანის მოთხოვნით გათავისუფლდა:

„ოქროპირიძეს ჰქონდა შეტანილი საჩივარი სტრასბურგში და საქართველოს მთავრობისგან ითხოვდა რამდენიმე ათას ევროს იმის გამო, რომ ამბობდა ციხეში არასათანადოდ მეპყრობოდნენო. მაქსიმუმ საქართველოს დააკისრებდნენ რამდენიმე ათასი ევროს გადახდას. სტრასრბურგის სასამართლოს არ მოუთხოვია ოქროპირიძის გათავისუფლება. საქმეს აწარმოებდა იუსტიციის სამინისტრო. წულუკიანმა აიღო ვალდებულება სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმე შეწყვიტეთ და გამოვუშვებ ციხიდანო. ეს დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში მიიტანა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, მესხორაძემ 2014 წლის 4 აპრილს. მესხორაძე წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება რომ შეესრულებია, 2014 წლის 8 მაისს ოქროპირიძე გაათავისუფლა მარგველაშვილმა. 2014 წლის 27 მაისს სტრასრბურგის სასამართლომ დაამტკიცა მორიგება ოქროპირიძეს და იუსტიციას შორის და შეწყვიტა საქმე. ეს ვალდებულება რომ აიღო წულუკიანის უწყებამ მითითებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამ წერილზე ხელს წულუკიანი აწერს. ეს არის ვებგვერდი, სადაც გადაწყვეტილებაა გათავსებული და რაც ზემოთ წერია არის მითითებული“, - აცხადებს წყარო.

„ნიუპოსტმა“ აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში გადაამოწმა. მარიამ სხილაძის განმარტებით, საუბარია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე, ასეთ შემთხვევებში შესაბამისი უწყებები ცდილობენ, რომ მსგავს სამქეებზე შეთანხმება ქვეყნის შიგნით იქნეს მიღწეულია:

„ის განცხადება, რომ თეა წულუკიანის მოთხოვნით მოხდა გიორგი ოქროპირიძის გათავისუფლება სიმართლეს არ შეესაბამება. ოქროპირიძე ამნისტირებულია და იგი პრეზიდენტმა შეიწყალა. საქმე სტრასბურგის სასამართლოში ქვეყნის წინააღმდეგ იყო წარმოებული, სახელმწიფო კი ყოველთვის ცდილობს მსგავსი პრობლემები ქვეყნის შიგნით იყოს მოგავარებული და არ გავიდეს ქვეყნის გარეთ, ერთადერთი რაც შეიძლება წულუკიანის სახელს უკავშრდებოდეს, არის სწორედ ის, რომ გარკვეული შეთანხმების შედეგად ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული საქმე შეწყვეტილიყო. ის, რომ თეა წულუკიანმა მოითხოცა ოქროპირიძის გათავისუფლება სისულელეა“, - აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას სხილაძე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი

ანანო კვაჭანტირაძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42