"შაკო ვარ, კასპიდან" - მთვრალი პოლიციელი მანქანის რუპორიდან იგინებოდა
სამართალი - 21:47, 03 Sep, 2014     13970

„დაახლოებით 2 საათის წინ, ბათუმგორაზე პოლიიციის თანამშრომლები "პიკაპის" ტიპის ავტომანქანით მოვიდნენ (მანქანის ნომერი CIC 221). პოლიციელი მანქანის რუპორში საშინელი სიტყვებით იგინებოდა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც ლურჯი პერანგი ეცვა და და საშინლად მთვრალი იყო მანქანიდან გადმოვიდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ შაკოა კასპიდან, ბათუმის მეოთხე სამმართველოს უფროსი“, - ამბობს "ბათუმელებთან" თვითმხილველი, რომელიც ირწმუნება, რომ პოლიციის თამაშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილია.

ის "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დღეს მუშაობდა, თუმცა ზუგდიდში იმყოფება. მისივე მტკიცებით, არ იცის ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). შალვა ჯანიყაშვილმა ასევე უარყო იმის შესახებ ინფორმაციაც, რომ დღეს ბათუმგორაზე იმყოფებოდა.

ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ბათუმში? - მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს "ბათუმელებმა"ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა დაწყო.


წყარო:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42