პრობლემა კომპლექსურია, რომელიც შესაძლოა სახიფათოდ განვითარდეს...
პოზიცია - 17:32, 03 Sep, 2014     2559
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 6 მკვლელობა მოხდა, მათ შორის 3 თბილისში. 6 გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი და 6 დამწუხრებული ოჯახი, რომლებიც შვილის სიკვდილს „გაგებით ვერ მოეკიდებიან“. საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა ვანშიც, სადაც დედა-შვილი მძარცველებმა ცხელი უთოთი და სამართებლით აწამეს. ჯერ დედა დასერეს სახეზე, შემდეგ კი მძინარე ბავშვს გახურებული უთოთი დაუწვეს კიდურები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება შს მინისტრს დავეთანხმოთ - ამ ეტაპზე „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“. მკვლელობაში ეჭვმიტანილების უმეტესობა ამნისტირებული პიროვნებები არიან.

როგორც ექსპერტი ნიკა ჩიტიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, გაზრდილი კრიმინალის ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს 14 ათასი სისხლის სამართლის დამნაშავის ციხიდან გამოშვება.

„რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა მკვლელობის. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა მკვლელობის შედეგად. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ დაახლოებით 14 ათასი სისხლის სამართლის დამნაშავე თავის დროზე გამოუშვეს და ამიტომ აღნიშნულ ფაქტს უნდა მივაკუთვნოთ ის, რომ გაიზარდა კრიმინალი, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანში. მკვლელობის გარდა ფიქსირდება გაუპატიურების, ქურდობის, ყაჩაღობის და ასე შემდეგ ფაქტები. საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომი არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ, ბევრი ვერ დასაქმდა და მათ საკუთარი კრიმინალური საქმიანობა გააგრძელეს“, - განაცხადა ჩიტიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლის სხვადასხვა გზები არსებობს.

„ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაქტიურდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კრიმინალს გაგებით ვერავინ მოეკიდება. ის ოჯახები, ვისაც შვილს უკლავენ, ამ ფაქტს გაგებით ვერ მოეკიდებიან. უნდა გატარდეს ზომები, თუნდაც აღრიცხვაზე უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ნასამართლევი იყვნენ და მათაზე ზედამხედველობა უნდა დაწესდეს. ხოლო ის დამნაშავეები, ვინც განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს, მათ სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ“, - განაცხადა ჩიტიძემ.

ექსპერტი სამართლის საკითხებში ლევან ალაფიშვილი ბოლო პერიოდში კრიმინალური შემთხვევების გაზრდას საზოგადოების მხრიდან კანონმორჩილებისადმი დამოკიდებულების ცვლილებას უკავშირებს. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ალაფიშვილი განმარტავს, საზოგადოებას სამართალდამცავი სისტემის მიმართ ორგვარი განცდა ჩამოუყალიბდა - უსუსური და არასანდო სისტემა.

,,ამ ბრძოლაში, გარდა საზოგადოების კონსოლიდაციისა, მნიშვნელოვანია ნდობა ინსტიტუციებისადმი. რაც ყველაზე დამაფიქრებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დაკავებები, რომელსაც მოჰყვა შემდგომ გამამართლებელი განაჩენები. ამან საზოგადოებაში, ზოგადად, სამართალდამცავი სისტემებისადმი და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი, ორგვარი აღქმა ჩამოაყალიბა. პირველი, რომ მთლიანად სამართალდამცავი სისტემა არაეფექტური, არაპროფესიულია, და მეორე - რადგან ასეთ საქმეებს წარმართავ სასამართლოში, უსუსურიცაა, ანუ შესუსტდა და აქედან გამომდინარე, ამან განაპირობა ნდობის ხარისხიც“, - აცხადებს ალაფიშვილი. ექსპერტი ხაზს უსვამს საზოგადოების კანონმორჩილების პრობლემას და ამბობს, რომ ,, თუ პარლამენტის წევრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი უმაღლეს კანონს არღვევს და მას ეპატიება, მაშინ მე რატომ უნდა დავრჩე კანონის ფარგლებში? აქ ჩნდება თვითშემოქმედების და სახელმწიფოსადმი, როგორც ინსტიტუტისადმი სკეფსისი და მეორე - მოდი, მე აღვასრულებ სამართლასაც და მე დავიცავ საკუთარ თავსაც... “, - აღნიშნავს ექსპერტი. ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ერთიანი სტრატეგია უნდა ჩამოაყლიბოს პრობლემის დაძლევის, რადგან ,, პრობლემა კომპლექსურია, რომელიც შესაძლოა სახიფათოდ განვითარდეს“, - აცხადებს ,,ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილი.


გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ურთიერთბრალდებები ისმოდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უმცირესობის ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ გასულ პერიოდთან შედარებით კრიმინალი შემცირებულია.

კრიმინალის გაზრდის საფუძველს ვერ ხედავს შს მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორიაც.

„ეს განცხადებები არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული და მიზანი აქვს მოახდინოს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია. ყველა მკვლელობა გახსნილია, ეს ერთი, მსურს დავამშვიდო საზოგადოება, არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა არ არსებობს, მსურს სტატისტიკა მოვიხმო, 2011 წლის აგვისტოს თვეში იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობისა, როგორიც გვაქვს ამა წლის აგვისტოში“, - განაცხადა იზორიამ.


უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში მომხდარი მკვლელობები:

28 აგვისტო - ადიგენის რაიონში მამაკაცმა 3 ახალგაზრდა სანადირო თოფით ჩაცხრილა, მეოთხე კი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

30 აგვისტო თბილისში დიჯეი და რეჟისორო დაჩი დარჩია მოკლეს, დამნაშავე დაკავებულია, მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

2 სექტემბერი - თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ლაშა მახარაძე ქუჩაში ჩაცხრილეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობ

2 სექტემბერი - თბილისში, ლილოს დასახლებაში ერთერთ რესტორანში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოკლეს, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42