„რუსული ჯარი კვეთს საზღვრებს, რუსული ტანკები კვეთენ საზღვრებს, რუსული არტილერია ახორციელებს თავდასხმებს, პრორუსი მებრძოლები იარაღდებიან რუსეთის მიერ. ეს სერიოზული საფრთხეა“- აცხადებს ბჟეზინსკი.
კარტერის ყოფილი მრჩეველი ნატოს მხრიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება უკრაინასთან მიმართებაში.
„მე ველოდები დადასტურებას, რომ ნატო წარმოადგენს აქტიურ და საიმედო კავშირს, რომელის მზადაა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს საერთო უსაფრთხოება, ეს მოითხოვს მკაფიო გადაწყვეტილებას ნატოს ძალების მუდმივი განთავსების შესახებ ბალტიის ქვეყნებში, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ამერიკელები, ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები და იტალიელები. ძალების განთავსება შეიძლება პოლონეთშიც, თუმცა ამ ქვეყანის ძალები ისედაც თვითკმარია“, - ამბობს ბჟეზინსკი.
„რუსეთს აუცილებელია გაეგზავნოს სიგნალი, რომ ეს ქვეყნები უკრაინა არაა, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მაშინვე იგივე სტრატეგიის გამოყენებას ბალტიის ქვეყნების მიმართაც შეეცდება“- აღნიშნა მან.
ბჟეზინსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა პუტინის აგრესიული პოლიტის მიმართ ჩინეთის დამოკიდებულებაზე. პუტინმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ციმბირში გაზსადენის მშენებლობის გახსნის ცერემონიაში , რომელიც საწვავს ჩინეთს მიაწვდის, ამ ნაბიჯით რუსეთის პრეზიდენტმა აჩვენა რომ ჩინეთი მისი მოკავშირეა. ბჟეზინსკის განცხადებით კი ჩინეთი ნამდვილად არ უჭერს მხარს პუტინს, პირიქით - ჩინეთს ეშინია პუტინის გავლენის გაძლიერებისა მსოფლიო ეკონომიკაში.
„რუსები ირწმუნებიან, რომ ჩინეთი მათი მხარდამჭერია , მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქმე პირიქითაა, ჩინელები შიშობენ, რომ პუტინის ავანტიურისტული პოზიცია შეიძლება გახდეს მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზული საფრთხე. მათთვის ეს კატასტროფა იქნება“- აცხადებს ბჟეზინსკი.
მასალის გამოყენების პირობები






