ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ნატო-ს სამხედრო ბაზის გაძლიერებაში დახმარებას და შესაბამისად ბალტიისპირეთში პოზიციების განმტკიცებას. ასევე აშშ აპირებს სამხედრო ძალების, მძიმე ტექნიკის, ტანკებისა და ჯავშანტრანპორტიორების გადასროლას ესტონეთში, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მიხაილ პოპოვი ავრცელებს. სწორედ მასზე დაყრდნობით საუბრობენ რუსული საინფორმაციო საშუალებები. „ტექნიკის გადმოსროლა რა თქმა უნდა რუსეთის საზღვრებთან მოხდება“, - აღნიშნა პოპოვმა.
მისივე განცხადებით, უელსის სამიტზე, განიხილავს ნატო-ს სამხედრო ძალების სამხედრო მზადყოფნის საკითხს და ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ახალი სამხედრო ბაზების შექმნასაც შეეხება, რომლის შესახებაც გუშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა.
პოპოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე სამხედრო დოქტრინაში ნატო-სთან მიმართებით რიგ ცვლილებებს შეიტანს.
„მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ნატოს შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის მოახლოება ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან ერთერთი ყველაზე დიდი საფრთხეა რუსეთისთვის. ამასთანავე სულ უფორო მეტად იკვეთება აშშ-სა და ნატოს წევრი ქვეყნების განსაკუთრებული აქტიურობა , სტრატეგიული პოზიციების განმტკიცებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პოპოვმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






