როგორ მოვუაროთ ავტომობილს შემოდგომით
ეს საინტერესოა - 14:04, 02 Sep, 2014     3921

შემოდგომას დანამდვილებით არ შეიძლება ეწოდოს საუკეთესო სეზონი ავტომობილისათვის, ირგვლივ ტალახია, ხშირია წვიმა და უამინდობა, ამრიგად მანქანა უფრო ხშირ რეცხვას საჭიროებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოვუაროთ ავტომობილს სწორად, რათა არამხოლოდ გავზარდოთ მისი ექსპლუატაციის ვადა, არამედ გავითვალიწინოთ ჩვენი და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების უსაფრთხოებაც.

იმისათვის, რომ მანქანის ძარა უფრო დიდხანს შევინარჩუნოდ სუფთა მდგომარეობაში და ასევე დავიცვათ იგი კოროზიისგან, აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება, მაგალითად პოლირების ცვილის გამოყენება ყოველი რეცხვის შემდეგ. პოლირების ცვილი მანქანის ძარას ბზინვარებას ანიჭებს, იგი ასევე აფერხებს წვიმის წყლის შეყოვნებას მანქანის ძარაზე. აქედან გამომდოინარე, მანქანა უფრო დიდხანს რჩება სუფთა. ასევე, მსგავსი საშუალებები ავსებენ ძარის მიკრობზარებს და შესაბამისად ახანგრძლივებენ ძარის “სიცოცხლეს”, იცავენ რა მას კოროზიისგან.

შემოდგომაზე ხშირია ნალექი, ამიტომაც სალონის ნოხები (ე.წ. კოვრიკები) ხშირად სველდება. სველი ნოხი, არა მხოლოდ აზიანებს მანქანის ძარას, არამედ მგზავრების ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. აუცილებელია მანქანის ნოხების გამოშრობა და ასევე უსიამოვნო სუნის თავიდან აცილების მზნით მათ ქვეშ სივრცის ამოშრობა. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება ურიგო თუ საღამოს მანქანის ფარხში გაჩერების წინ ამოიღებთ და გაფენთ ნოხებს.

ცივ ამინდში, ავტომობილის ძრავი უარესად მუშაობს ვიდრე თბილ ამინდში. შემოდგმის სეზონის დადგომის წინ, აუცილებლივ შეამოწმეთ ძრავის ბლოკისა და მთლიანი ელ. სისტემის გამართულობა და იზოლაციის ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომაბილის ძრავი და ძრავის ბლოკი მნიშვნელოვნად დასვრილია საექსპლუატაციო დაბინძურებებით (ზეთი, მასზე დადებული მტვერი და ა.შ.), აუცილებელია წვიმების დაწყებამდე ძრავის ბლოკი გაირეცხოს, სპეციალური ძრავის სარეცხი სითხის გამოყენებით.

თუმცა, ჩვენს პირობებში შემოდგომის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წვიმა წარმოადგენს, რომელიც მუდამ სვრის ავტომობილის საქარე მინასა და ფარებს. შედეგად კი მცირდება ხილვადობა, რთულდება ავტომობილის მართვა და იქმნება საავარიო სიტუაციები. ამ პრობლემის გადასაჭრეად საჭიროა, შესაბამისი სითხის ამრიდი საშუალებების გამოყენება, რომელიც აფერხებს წყლის წვეთების შეყოვნებას მინის დეტალებზე. წვიმის დროს, ასევე მცირდება საბურავების შეჭიდება სავალ ნაწილთან, ამიტომ მართვის სიფრთხილესთან ერთად სავალი ნაწილის და საბურავების გამართულობის შესახებაც უნდა გვახსოვდეს. დაივიწყეთ ზაფხულის, უცაბედი დამუხრუჭების სტილი.

გაუფრთხილდით თქვენს თავსა და თქვენს ავტომობილს! მოუარეთ მას სწორად და ისიც არ დაგრჩებათ ვალში…

წყარო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42