კუბის რევოლუციის ლიდერმა ფიდელ კასტრომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ნაცისტებს შეადარა. საკუთარი შეხედულება კასტრომ სტატიაში გამოხატა, რომელიც ვებგვერდ Cubadebate-ზე გამოქვეყნდა. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და ევროპის პოლიტიკა ჩამოინგრევა, დოლარს და ევროს კი იუანი და რუბლი ჩაანაცვლებს.
„არავის არ აქვს უფლება გაანადგუროს ქალაქი, მოკლას ბავშვები, ააოხროს სოფლები და დააბუდოს სიკვდილი ყველგან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაცია, გაერო, დღეს აღიქმება როგორც კოლოსალური ფარსი“, - აცხადებს კასტრო. მისივე თქმით, არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა ქვეყნები მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს, რომლის ფარგლებშიც გამოიყენებენ მასობრივი განადგურების იარაღს და რაც კაცობრიობას გაანადგურებს.
„ბევრში იწვევს გაკვირვებას ის ფაქტი, როდესაც ნატო-ს ლიდერები რაიმე განცხადებას აკეთებენ და გამოხატავენ საკუთარ აზრებს როგორც ესესელი ნაცისტები. ფიდელ კასტროს იდეოლოგიაზე დაყრდნობილი მმართველობა ისტორიაში შავ ლაქად იქცა, ასეთივეა ნატო-ს პოლიტიკაც, ეს კი მათ მთელ მსოფლიოში სასაცილოს ხდის“, - აღნიშნავს ფიდელ კასტრო.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






