მოჭადრაკე, უფლებადამცველი და ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დაგვიანებული ნაბიჯია.
ამის შესახებ გარი კასპაროვი ჟურნალ „თაიმსის“ სტატიაში წერს.
რუსი ოპოზიციონერი დასავლელ ლიდერებს მკვეთრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი არ ითხოვენ არაფერს, გარდა არაფრისმთქმელი დაპირებებისა.
კასპაროვის თქმით, სანქციები თებერვალ-მარტში უნდა ყოფილიყო შემოღებული და არა ახლა.
სტატიაში კასპაროვი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება თავისუფალ სამყაროს დახმარებას სთხოვს, მაშინ, როცა ამ სამყაროს ლიდერები ცდილობენ მოძებნონ ტერმინოლოგია, იმისთვის, რომ მორალური ვალდებულებებისგან საკუთარი თავი გაათავისუფლონ.
„მაშინ, როცა რუსული ტანკები და არტილერია საკუთარი ტერიტორიიდან დევნის უკრაინულ არმიას, ობამა ირწმუნება, რომ უკრაინაზე არ შეიძლება სამხედრო გადაწყვეტილება, რაც სულ უფრო და უფრო გავს ბოდვას “-წერს კასპაროვი.
მისივე თქმით, ამერიკის ლიდერთან შეხვედრისას პოროშენკომ საფეხბურთო მაისური უნდა ჩაიცვას წარწერით: „სულელო, ეს ომია“, იმისთვის, რომ ობამა გამოფხიზლდეს.
კასპაროვის მიიჩნევს, რომ ახლა დასავლეთს მხოლოდ მოქმედების სარისკო და მძიმე ვარიანტები დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






