ჰორიზონტზე პუტინის ენდშპილი იკვეთება - რობერტ სკიდელსკი
პოზიცია - 14:29, 01 Sep, 2014     5398
ვლადიმერ პუტინს შესაძლოა მხარს უჭერს რუსეთის მოსახლეობის 80%, მაგრამ თუ ვისაუბრებთ უკრაინაზე, მან სცადა მოეკბიჩა ის ნაჭერი, რომლის დაღეჭვის ძალაც მას არ შესწევს. ამ პოზიციას აფიქსირებს, რობერტ სკიდელსკი - პოლიტიკური ეკონიმიის საპატიო პროფესორი დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში, ლორდთა პალატისა და ბრიტანეთის აკადემიის წევრი.

სტატიაში სათაურით ,,პუტინის ენდშპილი უკრაინაში“ სკიდელსკი აღნიშნავს, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა დაიწყეს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ინსტიტუტების ჩამოყალიბება, როგორებიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაცია ან ,,BRICS-ის განვითარების ბანკი“, მაგრამ მოსკოვი, ავტორის აზრით, ძალიან სუსტია, რომ მომავალშიც გააგრძელოს კონფლიქტი დასავლეთთან ნებისმიერ შემთხვევაში იმ დონეზეც კი, როგორადაც ეს, თუნდაც, უკრაინაში. ,,რუსეთის მშპ არის 2 ტრილიონი, მოსახლეობა 143 მილიონი, აშშ-სა და ევროკავშირის ჯამური მშპ არის 34 ტრილიონი, ხოლო მოსახლეობა 822 მილიონი. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ს მშპ ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს შესწევს ძალა, რუსეთს მიაყენოს ძალიან სერიოზული დარტყმები, ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო დიდი ზიანი, ვიდრე რუსეთს დასავლეთისთვის“,- წერს პროფესორი. ის აღნიშნავს, რომ ძალების განლაგება კიდევ უფრო არასახარბიელოა კრემლისთვის, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირის დროს - ეკონომიკა ბევრად სუსტია, შეიარაღებული ძალები დაძველდა. აქედან გამომდინარე, ჰორიზონტზე ჩვენს წინაშე იკვეთება ენდშპილი, რომელშიც პუტინი ვერ შეძლებს ყირიმის ვერც შეჭმას და შენარჩუნებას, ვერც კონტროლს უკრაინის რუსულენოვან ოლქებზე და ვერც უკანდახევას.

ყირიმის უკან არდაბრუნების სურვილი, ეკონომისტის აზრით, მიგვიყვანს კიდევ უფრო მკაცრ სანქციებამდე მოსკოვის წინააღმდეგ: ექსპორტი აკრძალვა (მათ შორის გაზის), მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციის წევრობის შეჩერება, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპნძლობის ჩამორთმევა და ა.შ. ბუნებრივი რეაქცია რუსების მხრიდან იქნება მათი პრეზიდენტის მხარაჭერა, - თვლის სკიდელსკი, თუმცა შესაძლოა ეს აღმოჩენდეს ფართო მასშტაბიანი, მაგრამ არა სიღრმისეული. გარდა ამისა, დასავლეთს მეტი უკვე აღარ სჯერა პუტინის (კრემლიდან წამოსულმა დეზინფორმაციამ ეპიკური მასშტაბები მიიღო). ასე, რომ საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, დასავლეთის რა პირობებს მიიღებს რუსეთი, არამედ მოისურვებს თუ არა დასავლეთი შეურიგდეს პუტინს, - წერს სკიდელსკი.

ასეა თუ ისე, რეაქცია, რომელიც მიგვიყვანს რუსეთის პრეზიდენტის წასვლმდე, სულ მალე ამოქმედდება, - თვლის ავტორი. ,,ლიდერები, რომელთა საგარეო პოლიტიკური ავანტიურები კრახით დასრულდა, როგორც წესი, დიდხანს არ რჩებიან თავინთ პოსტებზე. მათ ამხობენ ან ფორმალური მექანიზმებით, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირში 1964 წელს ხრუშოვთან მიმართებაში, ან - არაფორმალური გზებით.

პუტინის ელიტას მალე ბზარი გაუჩნდება - რეალურად, შესაძლოა, ეს პროცესი უკვე დაიწყო. მასზე დაიწყება ზეწოლა, რომ გადგეს გვერდზე; ეტყვიან, რომ ქვეყანა არ უნდა დაეშვეს ფსკერზე მასთან ერთად. ასეთი სცენარის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ახლა, როდესაც უკრაინული დრამა დასასრულს უახლოვდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს სურათი უკვე იკვეთება. პუტინის ერა შესაძლოა დასრულდეს იმაზე მალე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“, - ასკვნის რობერტ სკიდელსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42