ვისაც შოკოლადი უყვარს ეს დესერტი მისთვის იწერება.
მაშ ასე, არც მეტი და არც ნაკლები - თქვენს მაგიდაზე 1 საათში ჟერარის ტარტი გაჩნდენა...
ცომი უმარტივესი - ჯამში ჩაუშვით 150 გრამი ფქვილი, 80 გრამი შერბილებული კარაქი და 1 კვერცხის გული, 1 ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი, აჭყლიტეთ ხელით ინგრედიენტები და მიიღეთ მშვენიერი გუნდა, რომელასც გაახვევთ ცელოფანში და შედგამთ მაცივარში 1 საათით...
გამოიღეთ ცომის გუნდა და გააბრტყელეთ წინასწარ ბლომად კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ნამცხვრის ფორმაში. შედგით აირღუმელში და გამოცხვეთ. გამოიღეთ და შეაგრილეთ... (ფორმიდან არ ამოიღოთ);
განმარტება: ნამცხვრის ძირი უნდა გამოაცხოთ გვერდებიანი ანუ დიდი ტარტალეტკის (ჯამის ფორმის), რათა გული შიგნით კარგად ჩავიდეს და არ გადმოიღვაროს;)))) პლუსარ გადაბრაწოთ, გამოშრეს და გამოიღეთ აირღუმელიდან!
როცა შეგრილდება ზედვე მოასხით შოკოლადის ნაღებიანი გული;
დეპარდიეს „გული“ - 300 გრამი ნაღები ჩაასხით ქვაბში, ჩაამატეთ 200 გრამი დატეხილი შავი შოკოლადი (შეიძლება მეტი შოკოლადიც, თუკი უფრო შოკოლადური გიყვართ!) და საშუალო ცეცხლზე დადგით... ურიეთ ხის კოვზით, შოკოლადი ნაღებს კარგად უნდა შეერიოს. გადმოდგით ცეცხლიდან.
ცალკე ჯამში - ათქვიფეთ 2 კვერცხი და დაამატეთ შოკოლადიან სოუსს (კარგად ურიეთ, კვერცხი არ უნდა აგეჭრათ)...
დაასხით ეს მასა უკვე გამომცხვარ ნამცხვრის ძირს (გიმეორებთ ნამცხვრის ძირი გადაბრაწული არ უნრა იყოს, რადგან ხელმეორედ აირღუმელში შედგმისას დაგეწვებათ!) და კვლავ შედგით აირღუმელში - როცა შოკოლადის გული „შეიკვრება“, ოდნავ ამოშრება (ბოლომდე არ გამოაშროთ!) გამოიღეთ, გააციეთ და მიირთვით ;)))))
დეპარდიე გირჩევთ, რომ უკვე ცივ ნამცხვარზე ლამაზად მოაყარეთ შაქრის პუდრა...
მასალის გამოყენების პირობები






