“Ⴑამედიცინო კორპორაცია ევექსი” მედიკამენტების რეცეპტებით გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„სამედიცინოკორპორაციაევექსი“ მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის რეგულირებას ეხება. ახალი ინიციატივა გააუმჯობესებს პაციენტის სამედიცინო მომსახურებას, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს მათ სწორ და უსაფრთხო მკურნალობას.
კორპორაციის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა ამბულატორიული მიმართვიანობა წელიწადში ორ მილიონს აღემატება, ჩვენი პაციენტების მეტი ინფორმირებულობისთვის ვავრცელებთ განცხადებას მედიკამენტების რეცეპტით გამოწერასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.
საჭირო მედიკამენტის რეცეპტზე (ფორმა #3) უფასოდ გამოსაწერად პაციენტებმა უნდა მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც არიან რეგისტრირებულები საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული კაპიტაციის ფარგლებში, ხოლო დაურეგისტრირებელმა პაციენტებმა მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეგისტრატურაში თანხმობის ფორმის შევსების შემდეგ მიიღებენ ფორმა #3-ს. მოსარგებლე თავისუფალია სამედიცინო დაწესებულების არჩევაში. პაციენტს შეუძლია დარეგისტრირებიდან 2 თვეში სურვილისამებრ შეცვალოს სამედიცინო დაწესებულება.
მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის რეგულირებასთან დაკავშირებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი სრულ მზადყოფნაშია. ქსელის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებაში მოსული პაციენტები შეუფერხებლად მიიღებენ მომსახურების სერვისს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები