მესტიაში, გუშინ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო.
„მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამევე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა“, - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
მესტიის პოლიციის ხელმძღვანელებმა სამარღანიშვილმა და ჯაფარიძემ თავისივე თანამშრომლები ჭანტურია და ყორშია სცემეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსის მოადგილე ჯაფარიძე მესტიის საავადმყოფოში დაშავებულ პოლიციელებს გინებით აიძულებს ჩვენების შეცვლას.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






