2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა.
ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო. ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს. ტრაგედია 3 სექტემბერს დასრულდა.
ტერაქტის შედეგად ბოევიკებმა 1200 ადამიანი დაატყვევეს. სამართალდამცველთა შტურმის შედეგად 330 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 180 ბავშვი. ბოევიკთაგან ცოცხლად მხოლოდ ერთის - ნურპაშ კულაევის შეპყრობა მოხერხდა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები






