გაიცანით, ეს ხოსე მუხიკაა. არა, ის არ არის საშუალო სტატისტიკური ფერმერი ან უბრალოდ მოხუცი, ეს ადმაიანი ცნობილია, როგორც ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი. ეს ურუგვაის პრეზიდენტია.
ადამიანი, რომელიც ნამდვილად იღწვის თავისი ხალხისთვის. მას არ აქვს დიდი ფინანსები, ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს და მართავს ქვეყანას. ხოსე მუხიკა ჰუმანიტარული მიზნებისთვის ხარჯავს თავისი ხელფასის 90%-ს, მისი ხელფასი 12 ათასი დოლარია. ის მუდმივად უბრალოდ არის ჩაცმული. არასოდეს ნერვიულობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. ის უბრალოდ მართავს.


მთელი ცხოვრება მან თავისი ქვეყნისთვის ბრძოლაში გაატარა. მუხიკა თავის დროზე იყო პარტიზანი და იარაღით ხელში იბრძოდა თავის ერის უფლებებისთვის. მომავალი პრეზიდენტი ორჯერ იჯდა ციხეში. ექვსჯერ იყო დაჭრილი ციხიდან გაქცევის დროს.


მუხიკამ უარი თქვა საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრებაზე და რეზიდენციისგან მუზეუმი გააკეთა. ნაცვლად რეზიდენციისა ის ცხოვრობს თავის ფერმაში, საყვარელ მეუღლესთან ერთად. თავისუფალ დროს ის ფერმერობით არის დაკავებული. მეულღესთან ერთად მოჰყავთ ყვევილები და ყიდიან.


პრეზიდენტი გადაადგილდება ფოლგსვაგენ ჟუკით, რომელიც არის 1987 წლის გამოშვება.მას ჰყავს ორი მცველი, მათ შორის თავისი ერთგული სამფეხა მეგობარი, ძაღლი მანუელი.
ნაცვლად იმისა, რომ ის მოიქცეს ისე, როგორც ყველაზე უკეთესი, ურუგვაის პრეზიდენტს გულწრფელად სჯერა, რომ ის ისეთივე, როგორიც ყველა. იმ დროს, როცა გეჩვენება, რომ მხოლოდ პოლიტიკოსი ოლიგარქებიკ მართავენ მსოფლიოს, ხოსეს ისტორია აღგაფრთოვანებთ.
მასალის გამოყენების პირობები






