თავისთავად საზამთრო ძალიან სასარგებლო ხილია, რამდენადაც ის შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს - C,E,B6 და სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ნაყოფი სავსეა ნახშირწყლებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში სწორი ნივთიერებათა ცვლისთვის. ამასთან ერთად, საზამთრო აბსოლუტურად თავისუფალია ცხიმებისა და ცილებისგან. 100 გრამ ნაყოფში სულ 27 კილო კალორიაა.
იმის გამო, რომ საზამთრო ძირითადში შედგება წყლისგან, მისი გადაჭარბებული მოხმარება არ არის სასურველი ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ თირკმელები, პიელონეფრიტი. იმის გამო, რომ საზამთროში მაღალი კონცენტრაციით არის ფრუქტოზა, მისი დიდი ოდენობით მიღება არ არის რეკომედირებული დიაბეტით დაავადებულთათვის. ხოლო ართრიტის, გასთრიტის, ღვიძლის დაავადებების, ჭარბცხიმიანობის და გულის დაავადებების შემთხვევაში, საზამთრო, პირიქით ძალიან სასარგებლოა. ითვლება, რომ ზოლებიანი ნაყოფი შესაძლებელია მივცეთ ბავშვებს სამი წლიდან, მაგრამ გათვალისწინებით იმისა, რომ ბაღჩეული კულტურებით მოწამვლების მაჩვენებელი მაღალია, საჭიროა საზამთრო კარგად ავარჩიოთ. საზამთრო სასურველია იყიდოთ მხოლოდ დიდ მაღაზიებში,რადგან იქ ხვდება პროდუქტი დეტალური შემოწმების შემდეგ. სტიქიურ ბაზრებზე და გზის პირებზე საზამთროს ყიდვა უსაფრთხო არ არის.

პირველი, რაც უნდა იცოდეთ საზამთროს ყიდვისას, პროდუქტის კუდი უნდა იყოს მშრალი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის დამწიფდა ბაღში, ღია ცის ქვეშ და არ იყო დაკრეფილი დაუმწიფებელ მდგომარეობაში და შემდეგ ნიტრატებით გატენილი. საზამთროს ნაყოფზე ყვითელი ლაქის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ საზამთრო დამწიფდა ბუნებრივ პირობებში. თუ ნაყოფზე დააკაკუნებთ, მომწიფებული ნაყოფი უნდა გამოსცემდეს თავისებურ ჟღერადობას.
სანამ ბავშვებს შესავაზებთ საზამთროს, დარწმუნდით, რომ მასში არ არის ქიმიური ნივთიერებები. დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩააგდეთ წყალში. თუ სითხე აიმღვრა, პროდუქტი უსაფრთხოა, ხოლო თუ წყალი შეიღება ვარდისფრად, მაშინ საზამთრო სავსეა ნიტრატებით. ყურადღებით დააკვირდით საზამთროს მოჭრის ადგილს, თუ ის პრიალა და გლუვია, მაშინ ქიმიური ნივთიერების გარეშე არ არის. ხარისხიანი საზამთროს ანაჭრევზე აქვს ფხვიერი სტრუქტურა და ნათლად ჩანს შაქრის ნამცეცები.

ნაყოფი, რომ ჩავდოთ წყალში, კარგი საზამთრო იტივტივებს, ხოლო ნიტრატებიანი ნაყოფი დაეშვება ფსკერზე.
აუცილებელია აგრეთვე იცოდეთ, რომ ნიტრატების ყველაზე დიდი კონცენტრაცია გროვდება ტყავში. ამიტომაც, არ მისცეთ უფლება ბავშვებს, ამოჭამონ საზამთრო ძირამდე.
მასალის გამოყენების პირობები






