პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს, ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის სამინისტროებს და ასევე სავაჭრო სამრეწველო პალატას მიმართავს.
"გაყიდვების მართვის კომპანიში" აცხადებენ, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის შედეგადაც შესაძლოა, არაალკოჰოლური სასმელები გაძვირდეს. კერძოდ, 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად ბრძანება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები.
შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. საერთო ჯამში კი, მხოლოდ ერთი საწარმოსთვის, გადასახადმა, შესაძლოა, მილიონსაც გადააჭარბოს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტარიფები არის დამატებითი საგადასახადო ტვირთი, კომპანიებს უძვირდებათ პროდუქციის თვითღირებულება, რაც უნდა აისახოს ფასში ან კომპანიებმა შეამცირონ მოგების მარჟა, გაძვირებული პროდუქცია ნიშნავს უფრო ნაკლებ გაყიდვებს, რადგან ეს სექტორი მგრძნობიარეა ნებისმიერი საფასო ცვლილების მიმართ. ეს ცვლილება განსაკუთრებით დააზარალებს მცირე კომპანიებს, რომლებიც ამ სექტორში მოქმედებენ, მათთვის დამატებითი ხარჯების გაწევა ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, აღნიშნული ცვლილება აისახება გაყიდვებსა და შემოსავლებზე, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს", - აცხადებენ გაყიდვების მართვის კომპანიაში.
ასევე გასათვალისწინებელია,ის ფაქტიც, რომ უალკოჰოლო სასმელები და მინერალური წყლები ექსპორტში მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ , ამიტომ მათზე ფასის გაძვირება უარყოფითად აისახება საექსპორტო ბაზარზე, მათ არ არ მიჩნით გამართლებულ არგუმენტად _ პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვის მოტივაცია, რადგან ამ სექტორში ფალსიფიკაციის პრობლემა არ დგას. თუ ეს საკითხი გახდება აქტუალური, ბაზარზე მოქმედი ძირითადი მოთამაშეები ამ საკითხის გადაჭრას ერთმანეთში შეთანხმებით ან თვითრეგულირებით შეძლებენ. თუ ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ რომელიმე კომპანიას აქვს აღურიცხავი პროდუქცია, მას მისი შემოწმებისთვის ყველა ბერკეტი და რესურსი გააჩნია, ამიტომ დამატებითი რეგულაციის შემოტანა აქ აბსოლუტურად გაუმართლებელია.
"გაყიდვების მართვის კომპანია" მიიჩნევს, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა იქნას შეჩერებული, რადგან სექტორის განვითარება გაგრძელდეს და არ შეიზღუდოს დამატებითი ხარჯებით.
მასალის გამოყენების პირობები






