_უკრაინის მოვლენებმა უკვე გადაფარა მთლიანად საინფორმაციო სივრცე, უკრაინაში მიდის ღია ომი, უკრაინელ ხალხს ეომება ბოროტების იმპერია რუსეთის ფედერაციის და მისი უცვლელი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სახით. ეს არის ღია ომი, სადაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები მონაწილეობენ. ძალიან ბევრი შეკითხვები ისმის, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში საზოგადოების მხრიდან და მნიშვნელოვანია რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ადამიანებს. პირველი შეკითხვა არის ის, თუ რატომ ვერ აღადგინა აქამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი მის ტერიტორიაზე და ვერ დაამარცხეს ტერორისტები დონეცკის და ლულგანსკის ოლქებში? ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2003 წლის საქართველო... უკრაინის ჯარი დღეს არის 2003 წლის საქართველოს ჯარი.
უკრაინის ჯარი დღეს განიცდის რეფორმირებას, ახლა ყალიბდება და იქმნება. იანუკოვიჩმა გააკეთა ყველაფერი, რომ გაენადგურებინა უკრიანის შეიარაღებული ძალები - კორუფციით, თაღლითობით, მოღალატეობით... მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბებით უკრაინა არის ბევრად დიდი ვიდრე საქართველო, კონცეპტუალურად, დღეს უკრაინას ყავს ის ჯარი, რაც ჩვენ, ვარდების რევოლუციამდე, 2003 წელს გვქონდა. 2003 წელს ჩვენი ჯარი იყო ჩაფლული კორუფციაში და იყო სავსე მოღალატეებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ეხლა უკრაინის ჯარს ჭირს, ეს არის მოღალატეები.
_გულისხმობთ აგენტურას სამხედრო მაღალჩინოსნებში?
_უკრაინის გენერალურ შტაბში მოკალათებული არიან ,,გრუს“ და ,,ეფესბეს“ აგენტები. ეს სამწუხარო რეალობაა. თქვენ რომ გადახედოთ მოქმედი გენერლების სიას, სამხედრო სკოლების კურსდამთავრებულებს, ეს არის ხალხი, ვის ლოიალობაშიც ძნელია გარანტია გქონდეს. ის, რაც ხდება უკრაინაში, ბევრწილად განპირობებულია სწორედ ღალატით. ძალიან ბევრი მაღალი რანგის ოფიცერი არის რუსეთის აგენტი. 2003 წლის შემდეგ ძალიან დიდი დრო დასჭირდა საქართველოს და 2008 წლის ომი იყო ბოლო მწვერვალი რუსეთის აგენტურისგან ჯარის გაწმნედის პროცესის. ეხლაც არ არის ბოლომდე გაწმენდილი, მაგრამ როგორც მინიმუმ, 95-99% იყო გაწმენდილი ბოლო ეტაპზე როცა ვიყავით მისული. იგივეს გადის ეხლა უკრაინა. შეგიძლიათ ნახოთ დონბასის ბატალიონის მეთაურის მიმართვა, რომელიც საუბრობს ღალატზე, პოროშენკოს ბოლო გამოსვლა, რომელიც იგივეს მიუთითებს, ასევე შეგიძლიათ გადახედოთ მასალებს, თუ ვინ მონაწილოებს ბრძოლებში, ეს არის მოხალისეთა ბატალიონი, რომელსაც ამოძრავებს ერთადერთი ემოცია - სამშობლოს სიყვარული. სწორედ ამიტომ დგას საკითხით, თუ რატომ დაჭირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც აღემატება 100 ათასიან არმიას, ამხელა დრო კონტროლის აღსადგენად. ამის მიზეზია, როგორც მოგახსენეთ, რუსული აგენტურა, განადგურებლი ინფრასტრუქტურა, მოღალატეების ხელში მოქცეული შეიარაღებული ძალები და ეს არის პირველ რიგში იანუკოვიჩის ბრალი. თუკი ამ ადამიანს როდესმე გაასამართლბენ, პირველ რიგში სწორედ ამისთვის უნდა აგოს პასუხი, რაც მან ჯარს ავნო.
_რაც შეეხება უკრაინის მოვლენებთან საერთაშორისო თანამეგობრობის და მათ შორის საქართველოს დამოკიდებულებას. უკვე მერამდენედ ისმის საქართველოს ხელისუფლების მისამართით საყვედურები, რომ არ არის მკაფიო პოზიცია უკრაინის მოვლენების მიმართ.
_ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა საკითხი დადგა თუ რატომ უნდა დაუდგეს საქართველოს უკრაინას მხარში? სმწუხაროა, მაგრამ საქართველოშ არის ხალხი, რომელსაც ეს არ ესმით. ის თუ რატომ უნდა დავუდგეთ მხარში, პირველი არის პოლიტიკური ნაწილი. უკრაინა ნამდვილად არ იქნება ბოლო გაჩერება იმ მატარებლისა, რომელსაც მართავს ბოროტების იმპერია. ბუნებრივია, საქართველოს გაჩერებაც ამ გზაზეა. რუსეთს არასოდეს არ აქვს საშუალება იბრძოლოს რამდენიმე ფრონტზე. ის ყოველთვის იბრძვის ერთი მიმართულებით, 2008 წელს ეს იყო საქართველო და 2014 წელს ეს არის უკრაინა. 2008 წელს ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ თუ საქართველო დამარცხდება, შემდეგი იქნება უკრაინა. ახლაც იგივეა - დამარცხდება უკრაინა, შემდეგი იქნება საქართველო, პოლონეთი, ლიტვა ლატივია და ა.შ. თუ ვინმეს არ ესმის პოლიტიკური საკითხი, მაშინ ამ ადამიანებს უნდა შევახსნოთ ეკონომიკური ფაქტორიც. ზოგზოგიერთმა საქართველოში დაიწყო საუაბრი იმაზე, რომ თურმე რუსეთს იმიტომ არ უნდა ვაგინოთ, რომ 250 მილიონის ვაჭრობა დავიწყოთ რუსეთთან... მე მინდა შევახსენო ამ ახალხს - როგორც მინიმუმ, კითხვა მაინც ხომ უნდა იცოდე, როცა ასეთ საკითხზე საუბრობ. უკრაინა არის ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ის შედის პარტინიორების სამეულში, მაშინ როცა რუსეთი არ შედის ამ სამეულში. უკრაინასთან ჩვენ თითქმის იგივე იმპორტ-ექსპორტი გვაქვს, რაც თურქეთთან. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი. სად გადის ჩვენი ხილი? მთავარი მიმართულება მიდიოდა არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე. ეს ამ ხალხს, რატომღაც ავიწყდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ უკრაინელმა ხალხმა ნახა, რომ ასეთ მძიმე მომენტში ჩვენ ისინი მივატოვეთ, დამიჯერეთ, ვერაფერი აღუდგება წინ იმას, რომ შემდეგ შური იძიოს. იქ ომია, კლავენ ბავშვებს, ქალებს. ვერავინ გაამტყუნებს უკრაინას, თუ ისინი ეკონომიკურად გადაგვიხდიან. თუმცა ძალიან ბევრს ეს ჩვენში არ აწუხებთ, არიან ადამიანები, რომლებიც მარტო კუჭით ფიქრობენ, არ ადარდებთ მათ შვილებს რა ელის მომავალში, ისინი მხოლოდ დღევანდელი დღით არსებობენ, დღეს რა დალიონ და შეჭამონ რომ კმაყოფილი იყვნენ. ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება, რაც ხდება უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში აქტიურობა ფარავს იმას, რომ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება გვერდში არ უდგას უკრაინას. ძალიან ბევრი უკრაინელისთვის სააკაშვილი ახლაც პრეზიდენტია. მაგრამ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი ხომ დამთავრდება და უკრაინის ახალი მთავრობაც შეაფასებს ამას, თუ ვინ როგორ დაუგდა გვერდში.
_თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხირდან, იგივე ალექსი პეტრიაშვილს ვგულისხმობ, ზუსტად იგივე პოზიცია გაჟღერდა, ანუ მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ეს არ იქნება ბოლო გაჩერება... ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა?
_ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის საგარეო პოლიტიკასთან მიამიტური მიდგომა. არამარტო არაერთგავროვანი, არამედ გაურკვეველია. სამწუხაროდ არ ესმით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, და ბუნებრივია, დომინირებს შიში, რომ არ გავაბრაზოთ რუსეთი. მაგრამ რუსეთთან ასეთი პოლიტიკა არ მუშაობს და უფრო მეტიც, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც გგონია, რომ რუსეთს პასუხს არ გასცემ, შეგარჩენს და თავს გაგანებებს. ჩერჩილმა თქვა მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში, რომ ,,ერთადერთი, რასაც რუსეთი სცემს პატივს ეს არის ძალა“. თუ არ გაქვს ძალა, გადაგყლაპავს. დღეს რუსეთი არის ჩეულებრივი ურდო. ისტორიას გადავხედოთ, საქართველოს რომელიმე იმპერიასთან კოცნა-მოფერებით ფონს გავსულვართ? ისტორია მაინც არ გვასწავლის არაფერს?
_რა არის თქვენი აზრით გასაკეთებელი?
_პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროა, მაგრამ უკრაინა დღეს ბევრად ნაკლებ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე საქართველომ 2008 წელს მიიღო. ჩვენ ბუნებრივი ბევრი პრეტენზია გვქონდა ბუშის ადმინისტრაციის მიმართა, მაგრამ 2008 წელს, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მე-5 ფლოტი დაიძრა და შევიდა შავ ზღვაში. სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინას დღეს ბევრად ნაკლები მხარდაჭერა აქვს. 2008 წელს ბუშმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოვიდა გემები, იორდანიიდან აფრინდა ჰერკულესები და ავიაგამანადგურებლები, რომლებმაც ჩაკეტეს საქართველოს სივრცე და ეს იყო რუსეთის მიმართ ძალის დემონსტრირება. სამწუხაროდ, უკრაინასთან დაკავშირებით ასეთ რამ არ მოხდება. ობამამ პირდაპირ თქვა, რომ სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშნელოვანი მომენტი, რომელიც უცხოა არაპროფესიონალებისთვის, მაგრამ არის აუცილებლად გასაკეთებელი. თუ ობამას ადმინისტრაცია ამას არ გააკეთებს, ეს იქნება ძალიან ცუდო. აშშ-ში არსებობს კომპანიები, რომლებიც ასრულებენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო შეკვეთებს, მაგალითად, ასეთი ყველაზე ცნობლი არის ,,Blackwaters“-ი, რომელსაც დღეს უწოდებენ - ,,Academi“. ეს არის კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებიც ასრულებენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო შეკვეთებს. სამწუხაროდ. მერიკის ადმინისტრაციამ აუკრძალა ამ კომპანიებს უკრაინის დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანიები ფლობენ ულტრათანამედროვე იარაღს, ასევე მათ რიგებში არის ძალიან ბევრი ჯარისკაცი. აქ საუაბრია ათასობით ადამიანზე...
_კონკრეტულად, რატომ ეკრძალებათ ამ კომპანიებს ობამას ადმინისტრაციისგან უკრაინის დახმარება?
_იმიტომ, რომ ადმინისტრაციას ეშინია, რომ სი ჩაერევა ღიად ამ პრობლემებში. უკრაინას ძალიან დიდი პრობლემა აქვს კომუნიკაციების. მთლიანად ჯარის კომუნიკაცია არის აგებული რუსულ აპარატურაზე, ერთი სიტყვით, რუსები ისმენენ ყველაფერს, რასაც ლაპარაკობენ უკრაინელები. ამის ალტერნატივა ბუნებრივია არის ნატოს სტანდარტების და თანამედროვე კომუნიკაციების აპარატურა, რომელიც გააჩნია აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ა.შ. ჯერ-ჯერობით არის აკრძალვ ამ აპარატურის მიწოდებაზე.
_თუკი ეს საკითხი არ გამოსწორდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინა შეიძლება აღმოჩნეს მართლაც მიტოვებული რუსეთის ხელში?
_ეს თუ არ გამოსწორდა, თუ იარაღი არ იქნა მიწოდებული და როცა საუბარია იარაღზე, პირველ რიგში უკრაინას ჭირდება რაციები, კომუნიკაციები იმსიათვის, რომ ურსეთმა არ უსმინოს ყევლაფერს რასაც ლაპარაკობენ სამხედროები. შეიძლება გქონდეს ულტრათანამედროვე ტანკი, მაგრამ თუ შენმა მოწინააღმდეგემ ისიც სად გაივლის ეს ტანკი, მაშინ აგიფეთქებენ. ეს არის პირველრ იგში გასაკეთებელი.
_მაკკეინმა უმოქმედობაში დაადანაშულა ობამა და ისიც კი აღნიშნა, რომ ,,ობამა არ მიიჩნევს ამერიკას იმ ქვეყნად, რომელიც მსოფლიოს უნდა გაუძღვეს“.
_რეალურად რომ ვთქვათ, სახეზე გვაქვს თეთრი სახლის, საგარეო პოლიტიკის სრული კრახი, რომელის ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან მიმართებაში განიცადა. ანუ, პრობლემას, რომელიც დგას უკრაინის წინაშე აქვს სუბიექტური და ობიექტური მხარე. ობიექტურია ის სიტუაცია, რაც ჯარშია, სიტუაცია კორუფციასთან და ღალატთან მიამრთებაში, ხოლო ობიექტური არის ის, რომ ევროპას ეშინია, აშშ-ს ლიდერობა არ არსებობს, ადმინისტრაციამ გააკეთა თავისი ფსონი რუსეთთან ურთიერთბის დალაგებაზე და კრახი განიცადა.
_თუმცა არსებობს მეორე, ეკონომიკური ბერკეტიც...
_ძალიან მნიშნელოვანი, რაც უნდა განახორციელოს ამერიკამ, პირველ რიგში ეს არის სანქციები ,,გაზპრომის“ წინააღმდეგ. ეს არის პუტინის მფლობელობის ქვეშ და ეს არის მისი და მმისი გარემოცვის ფული, რომელიც ძალიან მტკივნეული იქნება.
_ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს პოზიციაზე უკრაინასთან მიმართებაში, მომდევნო კვირაში პარლამენტი რეზოლიციის მიღებას გეგმვას, როგორ ფიქრობთ, რა ფორმით და როგორ უნდა გამოუხატოს საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მხარდაჭერა.
_პირველ რიგში, საქართველომ უნდა გამოუხატოს, ღია, საჯარო მხარდაჭერა უკრაინას. ყველაზე მეტად საწყენია, რომ 2008 წლიდან სულ რაღაც 6 წელია გასული და ნუთუ ყველას დაავიწყდა, რომ უკრაინელებმა ჩვენი ბავშვები წაიყვანეს ომის შემდეგ და რეაბილიტაცია ჩაუტარეს; ნუთუ ყველას დაავიწყდა, რომ იუშენკო ჩამოფრინდა თბილისში, როცა 40 კილომეტრში რუსული ჯარი იდგა და ემუქრებოდნენ, რომ მის თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ; დაავიწყდათ, რომ უკრაინელები ჩამოვიდნენ და მზად იყვნენ, რომ ეომათ, დავუშვათ, რომ დაავიწყდათ ის, რომ აფხაზეთში ომობდნენ - ცოტა დიდი დროა გასული, მაგრამ მე მახსოვს როგორ ომობდნენ უკრაინელები აფხაზეთში... მე მიკვირს, იმ ადამიანებს,რომლესაც კითხვა უჩნდებათ, რომ საქართველომ რატომ უნდა იომოს, ეს უახლესი წარსული რატომ ავიწყდებათ?! აქ არის ორი პრობლემა - არიან მიამიტები, რომელსაც არ ესმით და ისინი მხოლოდ და მხოლოდ კუჭზე ფიქრობენ, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან სჯერათ, რომ მოფერებით და ბუჩქებში დამალვით რუსეთისგან რამეს მიიღებს. მე ვფიქრობ, ეს უარესია...
მასალის გამოყენების პირობები






