,,ჯერ უკრაინასთან მოვაგვარებთ საქმეს, შემდეგ კი რუსეთმა ყაზახეთი უნდა დაიპყროს!", - ამის მიზეზად ჟირინოვსკი იქ არსებულ რუსოფობიულ განწყობას ასახელებს.
„ყველა ახალ სასკოლო სახელმძღვანელოში -ანტირუსული განწყობაა, თუმცა რუსეთს ყაზახეთი არ დაუპყრია, არამედ დაეხმარა, რომ არა რუსეთის დახმარება მათ ჯუნგარების ტომი გაანადგურებდათ, რუსულმა არმიამ გაყარა ჯუნგარები ჩინეთში და ახლაც იქ არიან“- ამბობს ჟირინოვსკი.
მისივე განცხადებით „ყაზახური სახანოების მმართველებმა მიმართეს რუსეთის მეფეს, შეევედრნენ, მუხლებში ჩაუვარდნენ, დაგვეხმარეთ თორემ ჯუნგარები მოგვსპობენო და რუსეთის მეფეც დაეხმარა და გაათავისუფლა ისინი.“
ჟირინოვსკის განცხადებით, ყაზახეთზე პრეტენზიების გამოთქმის დრო ჯერ არ დამდგარა. „ცოტას მოვიცდით, ჯერ უკრაინასთან მოვაგვარებთ საქმეს, ყაზახეთი ისედაც საბაჟო კავშირის წევრია“.
მასალის გამოყენების პირობები






