ებოლას ვირუსმა სენეგალამდე მიაღწია
ჯანმრთელობა - 13:53, 30 Aug, 2014     1903

ებოლას ვირუსით დაავადების შემთხვევა დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სენეგალშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Press ავრცელებს.

რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ კონაკრში დაავადდა, სენეგალში 21 აგვისტოს გადავიდა. სწორედ ამავე დღეს მიიღო დაკარმა საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება.

გვინეის მოქალაქე კარანტინში მოათავსეს. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები ცდილობენ იმის დადგენას, თუ ვისთან ჰქონდა მას ამ დღეების განმავლობაში კონტაქტი.

ებოლას ვირუსის აფეთქება მიმდინარე წლის თებერვალში გვინეაში დაფიქსირდა, მოგვიანებით ვირუსი მეზობელ სიერა-ლეონეში, ლიბერიასა და ნიგერიაში გავრცელდა. 25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მომაკვდინებელმა ვირუსმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკამდეც მიაღწია, სადაც ვირუსით მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით ებოლას ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 1552-ს მიაღწია, ვირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი 3069-ს შეადგენს.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42