,,ახლა მე ვმოძრაობ უკრაინული სამხედრო კოლონასთან ერთად, რომელიც იცვლის დისლოკაციის ადგილს და გადაადგილდება ქვეყნის სიღრმეში. დღეს დაიწყო რუსული ჯარების აქტიური გადაადგილება და დღეს, სადაც ისინი ფიქსირდებოდნენ, ეს იყო როზოვკის წყალსაცავი. უკრაინელების სამხედრო კოლონა, რომელიც ილოვაისკთან ალყაში მოექცა, იქნა დაბომბილი. ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი გადარჩა ცოცხალი, ჩვენ არ ვფლობთ. არანაირი კორიდორი არ ყოფილა, სიტუაცია საგანგაშოა“, - იტყობინება ჟურნალისტი.
ტელეკანალი ,,2+2“-ის ჟურნალისტი რუსლან ირმოლიუკი ასევე ადასტურებს იმას, რომ არანაირი ჰუმანიტარუილი კორიდორი არ შექმნილა და რუსულმა ძალებმა, როგორც კი უკრაინელი სამხედროები შევიდნენ ე.წ. კორიდორში, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ჯერ არცერთი უკრაინელი სამხედრო ალყიდან არ გამოსულა.
უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ანდრე ლისენკო ადასტურებს ჰუმანიტარული კორიდორის დაბომბვის ფაქტს და აცხადებს ,,როგორ ფერად ფერებშიც არ უნდა აღწერონ ჰუმანიტარული კორიდორი, რომლის შესახებაც საუბრობენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ტერორისტების საინფორმაციო რესურსები, ის სინამდვილეში არ ყოფილა“. მან აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში დონბასის ყველა რაიონში მიმდინარეობს გააფრთებული ბრძროლები, უკრანელი სამხედროები არ აპირებენ დანებებას, ,,უკრანა არ აპირებს ჩააბაროს იარაღი და დადგეს მუხლებზე აგრესორის წინაშე. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავიმარჯვებთ“, - ხაზი გაუსვა ლისენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






