ივანიშვილმა თავისი დანაშაული "გაიპრავა" და ამ დანაშაულს გვაბრალებს ჩვენ - უგულავა
სამართალი - 19:09, 29 Aug, 2014     2473

თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართა. საუბარია „განვითარების ფონდის“ საქმეზე, რომელზეც ბრალდება თბილისის ყოფილ მერს 48 მილიონის გაფლანგვას ედავება. ამ საქმეზე გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი პირველი სექტემბრისთვის გადაიდო. შესავალი სიტყვის წარმოთქმა დღეს მხოლოდ ბრალდების მხარემ მოახერხა. ტექნიკური მიზეზების გამო, შესავალ სიტყვას დაცვის მხარე უკვე პირველ სექტემბერს წარმოთქვამს.

განცხადებები გააკეთა თავად ბრალდებულმა გიგი უგულავამ. ის გამოეხმაურა მის მიმართ წაყენებულ ბარლდებებს და განაცხადა, რომ ეს არის ცინიზმი და სამართლებრივი უგუნურება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ედავება იმაში, რაც თავად 2012 წელს ჩაიდინა. უგულავას მტკიცებით, 2012 წელს პარტიის დაფინანსების მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად შემოიტანა მილიარდი დოლარი, რაშიც უგულავას განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სასულიერო პირებიც.

თბილისის ყოფილმა მერმა პროკურატურის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ის მასალები, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს არის პროკურატურაში და არ გაანადგურონ ეს ფაქტები.

„ამ სასამართლო განხილვის დროს ძალიან ბევრი სიურპრიზი გამოჩნდება, თუ როგორ ცდილობდნენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც დღეს აქ არიან, ზეწოლის მოხდენას. ბიძინა ივანიშვილმა თავისი დანაშაული „გაიპრავა“ და ზუსტად იგივე დანაშაულს გვაბრალებს ჩვენ და ამ ადამიანებმა, რომელბიც იმ უწყებაში მუშაობდნენ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, ამ დანაშაულის ამსახველი მასალა პროკურატურაში იდო და მე იმედი მაქვს, რომ კვლავ დევს“,- განაცხადა უგულავამ.


ნინა შადური






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42