ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში რამდენიმე წუთის წინ ნატო-უკრაინის შეხვედრა დასრულდა. ალიანსის წარმომადგენლებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და რუსული აგრესიის საპასუხო ზომები განიხილეს. დახურული სხდომის შემდეგ შეხვდრის შინაარსსა და გადაწყვეტილებებზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა:
„ჩვენი შეხვედრა გაიმართა უკრაინული მხარის მოთხოვნით, ეს უკავშირდებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინის ესკალაციას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უარყოფს, აშკარაა,რომ რუსული ძალები, რუსული ტექნიკა შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს არის სახიფათო მაგალითი, რომელიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. რუსეთის ძალები ჩართულია სამხედრო ვითარებაში.
რუსეთი ასევე ამარაგებს სეპარატისტებს და მობილიზებული ჰყავს ჯარი საზღვრებთან. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ შეაჩეროს სამხედრო ქმედებები, სეპარატისტების მხარდაჭერა და გადადგას სერიოზული ნაბიჯები ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






